
ცნობილმა მომღერალმა შაკირამ, რომლის გვერდი „ფეისბუქზე“ ყველაზე პოპულარულია მსოფლიოში, საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა თავისივე ფოტო, ყოველგვარი მაკიაჟის გარეშე და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
37 წლის შაკირა წერს:
„მე მუდამ ვოცნებობდი, მყოლოდა ბევრი მეგობარი, მაგრამ ამდენს ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი: 68 მილიონი!!! დიდი მადლობა ყველას, ცალ–ცალკე! მუდამ თქვენი შაკი“.