-
2014-03-21 09:08
52 წლის მამაკაცი, რომელმაც მეზობელი, 17 წლის გოგონა გააუპატიურა, მოკლა და დაწვა, ამ დროისთვის დაპატიმრებულია. შემთხვევა მარნეულის რაიონის სოფელ თამარისში მოხდა. მოსახლეობა დაკავებულის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს.
თამარისელები შემზარავი შემთხვევის დეტალებზე ღიად საუბრობენ:
„ძალიან კარგი გოგონა იყო, მონდომებული, კარგად სწავლობდა, ჩუმი და წყნარი იყო. ამ არაკაცმა ჯერ გააუპატიურა, მერე მოკლა, ცხედარი დაწვა, დამარხა და გოგოს ნაცვლად წერილიც დატოვა, ვითომ სადღაც მივდივარ და მალე დავბრუნდებიო“, - ამბობს ადგილობრივი მცხოვრები.
შემთხვევა მარნეულის რაიონში ორი დღის წინ მოხდა, ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა მკვლელობიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მამაკაცი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.