Kuka VS Timo Boll ანუ მონტაჟი დაპირებული ორთაბრძოლის ნაცვლად (ვიდეო)

Image

სპორტის პოპულარული სახეობის - მაგიდის ჩოგბურთის მოყვარულები იმედგაწბილებით შეხვდნენ ვიდეორგოლს, რომელიც მაგიდის ჩოგბურთში მსოფლიო ჩემპიონის, ამჟამად მერვე ჩოგანად ჩამოქვეითებული ტიმო ბოლისა და Kuka-ს მიერ შექმნილი მოაზროვნე რობოტის ორთაბრძლოას ასახავს.

 

დაპირებული ორთაბრძოლის ნაცვლად მაყურებელმა იხილა კარგად დადგმული, რეჟისორის მიერ ყველა დეტალის აწონ-დაწონვითა და კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით დამონტაჟებული სარეკლამო რგოლი, რომელიც სულაც არ ასახავს იმას, თუ როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო მოვლენები ადამიანისა და რობოტის რეალური შერკინების დროს.

 

ამ სპორტის ფანატები, სპეციალისტები და ყოფილი მიმდევრები სხვადასხვა პორტალებზე წერენ, რომ ვიდეორგოლში ნამდვილია მხოლოდ ტიმო ბოლი, რობოტი კუკა და სპორტული ინვენტარი - სხვა ყველაფერი კი რეჟისორებისა და სხვა სპეციალისტთა ფანტაზიის ნაყოფია.

 

ანონსის მიხედვით კი კომპანია "კუკამ" საგანგებოდ შექმნა ე.წ. რობოტიზირებული ხელი, რომელიც 52 კგ მასის რობოტს წარმოადგენს, რათა მას მაგიდის ჩოგბურთი მსოფლიო ჩემპიონთან ეთამაშა. ვიდეორგოლის მიხედვით, თავდაპირველად ბოლი თამაშს 0:6 აგებს, მაგრამ შემდეგ, პოულობს რა "მოწინააღმდეგის" სუსტ წერტილებს, ზუსტი დარტყმებით ამცირებს ანგარიშის სხვაობას, გადის წინ და საბოლოოდ, იმარჯვებს კიდეც: 11:9. თუმცა, ვიდეოს გაშიფვრის შემდეგ სპეციალისტები და მაგიდის ჩოგბურთის მოყვარულები წერენ, რომ ეს ყველაფერი ფარსია, რადგან ბოლის მიერ ჩოგბურთის ბურთისთვის მიყენებული დარტყმის შემდეგ კუკას პასუხი და უკან გამოგზავნილი ბურთის მიმართულება და ტრაექტორია არ ემთხვევა იმას, რაც შესაძლოა, იყოს რეალობაში...

 

თუმცა, მოდით, თავად ნახეთ და შეაფასეთ...

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !