
პირველ რიგში სწორი კვება გულისხმობს 4-ჯერად დაბალანსებულ კვებას დღის განმავლობაში. არა აქვს მნიშვნელობა, თქვენ მასაში მომატება გინდათ თუ დაკლება, ორივე შემთხვევაში რაც უფრო ხშირად იკვებებით მით უკეთესია თქვენი მეტაბოლიზმი, ნივთიერებათა ცვლა.
წყალი.
საშუალო წონის ადამიანმა დღეში უნდა დალიოს 2 ლიტრი სუფთა წყალი (ჩაი, ყავა და წვენები არ ითვლება). რაც მეტია წონა, მით მეტი წყალი უნდა მიიღოს ორგანიზმმა. ძილის შემდეგ ადგომისთანავე მიიღეთ ერთი ჭიქა წყალი. ასევე წყალი უნდა დალიოთ საჭმლის მიღებამდე 20-30 წუთით ადრე და საჭმლის მიღებიდან 30 წუთის შემდეგ. ჭამის დროს არ შეიძლება წყლის დალევა. წყალი შეგიძლიათ დალიოთ ვარჯიშის დროსაც, მცირე რაოდენობით ყლუპობით, ვინაიდან ვარჯიშის დროს ორგანიზმი კარგავს სითხეს და საჭიროა მისი აღდგენა. არ შეიძლება მაღალი პულსის დროს წყალი დალიოთ ერთბაშად, ჯობია დაელოდოთ პულსის დაწევას.
დაბალანსებული კვება.
თქვენი საკვები უნდა შედგებოდეს მრავალფეროვანი კომპონენტებისაგან: ცილები, ნახშირწყლები, ცხიმები, ვიტამინები, მინერალური ელემენტები – ყველაფერი საჭიროა თქვენი ორგანიზმისათვის და არ უნდა იკვებებოდეთ მხოლოდ ერთფეროვანი პროდუქტით. ამასთან ერთად უნდა ეცადოთ, რომ ერთმანეთში არ შეურიოთ ბევრი სხვადასხვა სახეობის საკვები და მიიღოთ მცირე პორციებით. არ შეიძლება ერთ ჭამაზე ყველაფერი ერთმანეთს მიაყაროთ, ხორცი, ბოსტნეული, ხილი, ნამცხვარი, გაზიანი ტკბილი სასმელები და სხვ.
ხილი.
ხილი ჯობია მიირთვათ დღის პირველ ნახევარში ცალკე კვებად, ძირითადი საკვების მიღებამდე ერთი საათით ადრე. საღამოს 6 საათის შემდეგ ხილი არ მიიღოთ, რადგან ის შეიცავს მარტივ ნახშირწყლებს და თუ არ დაიწვა, ძილის დროს გარდაიქმნება ცხიმად.
რა გეკრძალებათ.
გეკრძალებათ ყველაფერი შემწვარი, განსაკუთრებით კარტოფილი, შებოლილი, მარილიანი, ცხიმიანი საკვები. ყველაფერი რაც მარგარინზეა დამზადებული, მაიონეზი, არაჟანი, კეტჩუპი, საკონდიტრო ნაწარმი, ცომეულობა და ტკბილეული, ნაყინი. კოკა კოლა და მსგავსი გაზიანი სასმელები, ვითომ “ნატურალური” წვენები, ალკოჰოლი, ლუდი, ასევე კატეგორიულად გეკრძალებათ სწრაფი კვების პროდუქტი ფასტფუდი.
რა უნდა ჭამოთ და როდის.
საკვები პროდუქტების დღიური რაციონი შეგვიძლია დავყოთ 3 კატეგორიად:
1|3 ხორცი და რძის პროდუქტი
1|3 მარცვლეული და ბურღულეული
1|3 ხილი და ბოსტნეული
ცილების შემცველი პროდუქტებია: ხორცი, თევზი, ფრინველი, კვერცხი, რძის პროდუქტი, ასევე არაცხოველური ცილები პარკოსნები ლობიო, ბარდა, სოიო და სხვ.
ნახშირწყლების შემცველი პროდუქტებია: მარცვლეული და ბურღულეული, დაბეგვილი ხორბლის პური, ბრინჯი, წიწიბურა, პარკოსნები, კარტოფილი შეიცავენ ასევე ცილას, B ჯგუფის ვიტამინებს, უჯრედისს. ხილი და ბოსტნეული შეიცავენ მარტივ და რთულ ნახშირწყლებს, უჯრედისს, ვიტამინ C-ს.
სასარგებლო ცხიმებია: ზეითუნის ზეთი, მცენარეული ზეთი, თევზის ქონი, ნაღების კარაქი. შეიცავენ ცხიმებს და ვიტამინ E-ს
პირველი საუზმე დილით 10 საათამდე. დილის კვება განსაზღვრავს მეტაბოლიზმს მთელი დღის მანძილზე. ჰერკულესის, ბურღულეულის ფაფა, კვერცხი, დაცეხვილი პური ყველით და კარაქით.
სადილამდე 12 საათისთვის ხილი.
სადილი 14 საათამდე. ნებისმიერი სადილი: წვნიანი, ბოსტნეული, ხორცი, თევზი, ფრინველი.
სამხარი 18 საათამდე. თევზი, ქათმის ხორცი, მსუბუქი ბოსტნეულის სალათა.
ვახშამი არაუგვიანეს 20 საათისა, დაწოლამდე 3 საათით ადრე. მხოლოდ ცილოვანი საკვები. უმჯობესია ხაჭო, მაწონი ან კეფირი.
გისურვებთ განმრთელობას და ბედნიერ კლებას.
წუარო - თიდანი