
ლიმონის აბაზანა
1 სადილის კოვზ ზღვის მარილს, დაუმატეთ 5 წვეთი ზეთოვანი A ვიტამინი, 1 ლიმონის წვენი და 10 წვეთი ფორთოხლის ეთერზეთი. ეს ყველაფერი გახსენით 500 მილილიტრ თბილ წყალში და 20 წუთით ჩაყავით ხელები. შემდეგ, გადაივლეთ სუფთა წყალი, შეიმშრალეთ და წაისვით ცხიმიანი კრემი. პროცედურა გაიმეორეთ კვირაში 2-3-ჯერ, 1 თვის განმავლობაში.
იოდის აბაზანა
500 მილილიტრ თბილ წყალში, გახსენით 1 სადილის კოვზი ზღვის მარილი, 5-7 წვეთი იოდი და 5 წვეთი გეორგინის ეთერზეთი. ჩაყავით ხელები 20 წუთით, გადაივლეთ სუფთა წყალი და წაისვით დამატენიანებელი კრემი. იოდის აბაზანა შეიძლება, კვირაში ერთხელ გაიკეთოთ.
გვირილის აბაზანა
3 სუფრის კოვზი გვირილის ყვავილი, 10 წუთის განმავლობაში ადუღეთ 500 მილილიტრ წყალში. გააცივეთ, გადაწურეთ, ნახარშში ჩაამატეთ 1 ჩაის კოვზი აბუსალათინის ზეთი. აბაზანაში ხელები ნახევარი საათით გააჩერეთ და შეიმშრალეთ. პროცედურა გაიმეორეთ კვირაში 2-3-ჯერ.
ზეითუნის ნიღაბი
ერთმანეთში აურიეთ 3 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, ნახევარი ლიმონის წვენი და 1 ჩაის კოვზი თაფლი. ძილის წინ, წაისვით ნარევი ხელებზე, ჩაიცვით ბამბის ხელთათმანები და დილამდე დაიტოვეთ.
ალოეს ნიღაბი
1 კვერცხის გულს შეათქვიფეთ 1 სადილის კოვზი თაფლი. დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ალოეს წვენი, 1,5 ჩაის კოვზი აბუსალათინის ზეთი და 5 წვეთი ზეთოვანი E ვიტამინი. შეიზილეთ ნიღაბი ფრჩხილებზე და ჩაიცვით ბამბის ხელთათმანები.
სტაფილოს ნიღაბი
ნახევარი სტაფილო გახეხეთ, დაუმატეთ 1 სადილის კოვზი არაჟანი და 1 ჩაის კოვზი ყურძნის წიპწების ზეთი. კარგად შეიზილეთ კანსა და ფრჩხილებზე, ჩაიცვით ბამბის ხელთათმანები და რამდენიმე საათით დაიტოვეთ