
სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბის ჩართულობითა და ორგანიზებით, ტვ "აფხაზეთის ხმა" 15-დან 35 წლამდე ასაკის პირებს ტელეჟურნალისტიკის პრაქტიკულ და თეორიულ, ოთხთვიან კურსს სთავაზობს.
გახდი ტვ.ჟურნალისტი, მოამზადე ახალი ამბები, წაიყვანე საინფორმაციო გადაცემა და ისწავლე თოქ–შუების პროდუსინგი. აქ, თქვენ ჩართული იქნებით იმ პროცესში, რასაც სხვაგან მხოლოდ შორიდან ადევნებთ თვალს.
ვისთვის არის კურსი:
კურსი განკუთვნილია 15–დან 35 წლამდე ადამიანებისთვის, მათთვის, ვისაც აინტერესებს ჟურნალისტიკა ან სურს ახალი პროფესიის შეძენა. როგორც სტაჟირება, ასევე ლექციები ჩატარდება ტელეკომპანიაში.
როგორ და რას ვისწავლი?
კურსის თეორიული ნაწილი
თქვენ ისწავლით:
რა არის ნიუსი?
რა შეიძლება ჩაითვალოს ნიუსად?
რა არის პრიორიტეტული ნიუსი?
როგორ მოვიპოვო და განვავრცო სიუჟეტის თემა?
ისწავლით, როგორ იწერება სიუჟეტის ტექსტი, რა განსხვავებაა სტატიისა და სიუჟეტის ტექსტის წერას შორის, თქვენ გაიგებთ როგორ უნდა იმუშაოთ გადაღების დროს, რა არის Stand up და როდისაა საჭირო ის?
ასევე, პრაქტიკაში გაითავისებთ ჟურნალისტისა და ოპერატორის კომუნიკაციის ზოგად პრინციპებს გადაღების დროს.
ისწავლით, როგორ კეთდება თოქ–შუები და კონკურსები.
კურსის გავლის შემდეგ გეცოდინებათ, თუ რა უნდა გვქონდეს მზად, სანამ სამონტაჟო მაგიდას მიუჯდებით.
გეცოდინებათ, რა ეთიკური კრიტერიუმები არსებობს, რომლებიც აუცილებლად უნდა დაიცვათ. ისწავლით, თუ სად გადის ზღვარი „საკუთარ სიუჟეტში“ მოსაზრების გამოთქმას, ანალიზსა და მიკერძოებულობას შორის?
იკამათებთ და ისწავლით, მართალია თუ არა, რომ ჟურნალისტმა მხოლოდ უნდა აღწეროს მოვლენები და არამც და არამც არ უნდა გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება ამა თუ იმ ფაქტისადმი?
სტაჟირება
სტაჟირების დროს შეარჩევ ახალი ამბის თემებს;
მოამზადებ სიუჟეტებს;
ივლი გასვლით გადაღებებზე;
იმუშავებ ოპერატორთან და მემონტაჟესთან ერთად;
ჩართული იქნები გადაცემების და თოქ–შუების მომზადების პროცესში;
წაიყვან საინფორმაციო გადაცემას;
შენს მიერ შექმნილი სიუჟეტი, შენივე ავტორობით, გავა „აფხაზეთის ხმის“ ეთერში და გამოქვეყნდება ტელეკომპანიის საიტზეც.
ლექტორი
ლექციებს წაიკითხავს საინფორმაციო სამსახურის უფროსი ლაშა ბერულავა, რომელიც ჟურნალისტიკაშია 1994 წლიდან. იგი 1998 წლიდან მსოფლიოში ცნობილი სააგენტო REUTERS-ის სტრინგერია.
1994-95 წლებში სიცოცლის რისკის ფასად გადაღებული აქვს კადრები, რომელიც გაგზავნილი იყო ჟენევაში, როგორც გალის რაიონში ეთნიკურად ქართველი მოქალაქეების გენოციდის დამადასტურებელი მასალა.
ლაშა ბერულავა მუშაობდა სხვადასხვა ტელევიზიებში და რადიო „თავისუფლებაში“.
2000 წელს, როგორც რეგიონის საუკეთესო ჟურნალისტი, NDI-ს რეკომენდაციით მიწვეული იყო აშშ–ში, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროგრამით.
საფასური
ტვ.ჟურნალისტიკის სწავლის და სტაჟირების პროგრამა გრძელდება 4 თვე. კურსის საფასურია თვეში – 150 ლარი, ლექციები ჩატარდება ტელეკომპანიაში „ აფხაზეთის ხმა“.
რეგისტრაცია
რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ განაცხადი ან დაგვიკავშირდით 598 10 94 77. მიღება ხდება გასაუბრებით. 15 ოქტომბერს, 15:00 საათზე გაიმართება ღია კარის დღე.
თეორიული სწავლების განრიგი
I ჯგუფი – ოთხშაბათს 11 სთ. და შაბათს 4-6 სთ–მდე. სწავლა იწყება 19 ოქტომბერს
II ჯგუფი – ხუთშაბათს 3 სთ. და კვირას 4-6 სთ–მდე. სწავლა იწყება 20 ოქტომბერს.
(თეორიული კურსის დასრულების შემდეგ, შეგიძლიათ სტაჟირების დრო მოარგოთ თქვენს გრაფიკს).
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით
მის. აკაკი ხორავას ქ. # 10 , სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბი, მობ. 598 10 94 77.
ტელეკომპანია „აფხაზეთის ხმა“ პირველი ციფრული ტელევიზიაა საქართველოში. გადის მაგთისატზე და სილქტვ–ზეც, მაუწყებლობს Full HD ხარისხით. არის რამდენიმე საერთაშორისო ტელევიზიის პარტნიორი, მათ შორის Eurosport-ის.
მედია ჰლდინგში „აფხაზეთის ხმა “ შედის რადიოები: „აფხაზეთის ხმა“, „დარდიმანდი“, ტვ.დარდიმანდი, რადიო „შანსონი“, „აფხაზეთის ხმის" ვებგვერდი - ანალიტიკური პორტალი და ტვ "აფხაზეთის ხმა".