
ეკატერინე ქვლივიძეს ბავშვობიდან უნდოდა სამხედრო პირი გამხდარიყო. შემდეგომ ასაკში ავიაციით, უფრო კონკრეტულად კი სამხედრო ავიაციით დაინტერესდა.
ჩააბარა საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ იმ პერიოდში ქართული სამხედრო ავიაცია მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის დახურული იყო, იძულებული გახდა საინჟინრო ფაკულტეტზე ესწავლა.
ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ ქალებს უფლება მიეცათ სამხედრო ავიაციაში ემსახურათ და ეკატერინემაც სწავლა სამხედრო ავიაციის მიმართულებით გააგრძელა. ამჟამად უფროსი ლეიტენანტი ეკატერინე ქვლივიძე მსახურობს ცალკეულ შერეულ სავიაციო ესკადრელიაში და არის სამხედრო მფრინავი.