ქალმა 112-ში დარეკა, რომ მტკვარში გადახტომას აპირებდა... უმსხვერპლოდ დასრულებული ისტორია

Image

112-ის ოპერატორებისა და პატრულ-პოლიციელების სწორი მოქმედების შედეგად ქალს, რომელიც თვითმკვლელობის მიზნით მტკვარში გადახტა, ხოლო მანამდე 112-ში დარეკა და გადაწყვეტილების სესახებ შეატყობინა, სიცოცხლე შეუნარჩუნდა.

 

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში მოქალაქემ დარეკა და ოპერატორს შეატყობინა, რომ მცხეთაში იმყოფებოდა და მდინარე მტკვარში თვითმკვლელობის მიზნით გადახტომას აპირებდა.

 

„112“-ის ოპერატორი ყველანაირად ცდილობდა მოქალაქეს საუბარი არ შეეწყვიტა და მასთან ესაუბრა, ამშვიდებდა მას, პარალელურად კი, აღნიშნული შეტყობინების შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარ სამმართველოს, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს აცნობა.

 

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს 704-ე ეკიპაჟის პატრულ-ინსპექტორები - გიორგი ხაბალაშვილი და გიორგი ლეჟავა შეტყობინების მიღებისთანავე მითითებულ ადგილზე გამოცხადდნენ. 1985 წელს დაბადებული მარინა ჭ. პოლიციელების დანახვისთანავე მდინარე მტკვარში გადახტა, რაზეც ორივე პატრულ-ინსპექტორმა ოპერატიულად მოხდინა რეაგირება და ქალბატონის საშველად მდინარეში გადახტნენ.

 

პატრულებმა წყლიდან ამოიყვანეს უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალბატონი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მცხეთაში, საავადმყოფოში გადაიყვანა. მარინა ჭ-ს საავადმყოფოში მიყვანისთანავე გაეწია გადაუდებელი დახმარება. ამ დროისთვის მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

 

შსს-ს ინფორმაცია, თემატური თანხვედრის პრინციპით შერჩეული ფოტოილუსტრაცია

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !