
ჰენრი ფორდის ერთერთ ქარხანაში მუშათა ბრიგადას ფული ისე ერიცხებოდა, რომ დასასვენებელ ოთახში იჯდა. ეს სერვისის ბრიგადა იყო, რომელიც კონვეიერის განუწყვეტელ მუშაობას უზრუნველყოფდა.
უბრალოდ რომ ვთქვათ, ისინი შემკეთებლები იყვნენ. ისინი ანაზღაურებას მხოლოდ მაშინ იღებდნენ, როცა მოსასვენებელ ოთახში ისხდნენ. როგორც კი ქარხნის ამწყობ ნაწილში წითელი ციმციმა აინთებოდა, მრიცხველი, რომელიც მათთვის დარიცხულ ფულს ითვლიდა, ჩერდებოდა, ბრიგადა კი შესაკეთებლად გადიოდა.
რა იყო ამის შედეგი? პირველ რიგში, ბრიგადა მუდამ ოპერატიულად ასრულებდა შეკეთების სამუშაოებს, რათა დასასავენებელ ოთახში სწრაფად დაბრუნებულიყო და მრიცხველს მუშაობა გაეგრძელებინა. მეორეც, მუშები მუდამ ხარისხიანად ასრულებდნენ სამუშაოს, რათა უახლოეს ხანში ისევ არ დამდგარიყვნენ მოსასვენებელი ოთახიდან გასვლის აუცილებლობის წინაშე.