
ვერძი: - დღის პირველი ნახევარი შეგიძლიათ სამსახურის საქმეებს დაუთმოთ, მაგრამ საღამოს, არანაირი საქმის გამო არ გადადოთ მეგობრებთან შეხვედრა. მხიარულება, საინტერესო ადამიანების გაცნობა და ახალი ამბები გელით.
კურო
მაქსიმალურად მოერიდეთ სარისკო ქმედებებს, აზარტულ თამაშებსა და ექსტრემალურ გასართობებს. აკონტროლეთ საკუთარი თავი, რადგან მოჭარბებულმა ადრენალინმა დაუშვებელი შეცდომები არ ჩაგადენინოთ.
ტყუპი
მშვენივრად გაართმევთ თავს, როგორც სამსახურის საქმეებს, ასევე საოჯახოს. მაგრამ თუ სამსახურში მომთხოვნი და მკაცრი უნდა იყოთ, საყვარელ ადამიანების მიმართ მეტი სითბოსა და მზრუნველობის გამოხატვა მოგეთხოვებათ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა.
კირჩხიბი
დასახული მიზნების ასრულებაში ხელს ვერავინ შეგიშლით. მთავარია, თავად არ გაზარმაცდეთ, არ შეუშინდეთ სირთულეებს და დაწყებული საქმეები ბოლომდე მიიყვანოთ.
ლომი
მოგზაურობის დაწყება, ქალაქგარეთ გასეირნება და ხანმოკლე მგზავრობაც კი სასიამოვნო განწყობაზე დაგაყენებთ. ამასთანავე, გზაში შეიძლება შეხვდეთ დიდი ხნის უნახავ ნაცნობს.
ქალწული
კარგი დღეა საყიდლებისთვის. გაანებივრეთ საკუთარი თავი აქსესუარით ან ახალი სამოსით, მაგრამ თუ ძვირად ღირებული ნივთის შეძენას გადაწყვეტთ, კონსულტაცია სპეციალისტთან გაიარეთ.
სასწორი
გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. უფრო მეტიც, მშვიდად საუბარს და სამომავლო გეგმების დასახვასაც შეძლებთ.
მორიელი
დადებითი ემოციებით დამუხტული დღე გელით. გარშემო მყოფები თქვენს შექებას არ დაშურებენ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთანაც. თავად კი ეცადეთ, კეთილი და ღიმილიანი იყოთ.
მშვილდოსანი
თავგადასავლებისა და მოგზაურობის განწყობაზე ხართ. თუ ქალაქგარეთ წასვლას ვერ ახერხებთ, უახლოეს სკვერში მაინც გაისეირნეთ. საღამოს შეგიძლიათ სათავგადასავლო ჟანრის ფილმს უყუროთ, წიგნი წაიკითხოთ.
თხის რქა
დაძაბული სამუშაო რეჟიმისა და საოჯახო საქმეების მიუხედავად, ეცადეთ, გააუმჯობესოთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. იყავით მის მიმართ მეტად მომთმენი და მოსიყვარულე.
მერწყული
წარსულში შესრულებული სამუშაოს გამო კოლეგებისა და ახლობლების მხრიდან შექება და დაფასება გელით. საღამოს კი ოჯახის წევრებისა და საყვარელი ადამიანისგან – სიურპრიზი.
თევზები
ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში. პირიქით, გააქტიურდით და დაიწყეთ დასახული გეგმების შესრულება. თუ დღეს იზარმაცებთ, ხვალ უკვე გვიანი იქნება. ამასთანავე არც დაწყებული საქმეები გადადოთ სამომავლოდ, დაასრულეთ.