
ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი სოციალური ქსელის მეშვეობით აცხადებს, რომ მისგან პოლიტიკოსი არ გამოვა, რადგან ყოველთვის იმას ამბობს, რასაც ფიქრობს:
„ჩემნაირი კაცისგან პოლიტიკოსი არ დადგება. რასაც ვფიქრობ, იმას ვამბობ. ასეთი კაცი კი პოლიტიკაში არ უყვართ. არავისზე ვყოფილვარ დამოკიდებული, ამიტომაც ჩემს სათქმელს პირდაპირ ვამბობდი და ვამბობ“, - აცხადებს ჩოჩელი.