
ჯადოქარი ბიჭის ჰარი პოტერის ისტორიის ავტორმა, ჯოან როულინგმა თაყვანისმცემლებს საიდუმლო გაუმხილა.
მწერალმა განაცხადა, რომ თავდაპირველად მას ჰარი პოტერისა და ჰერმიონ გრეინჯერის დაქორწინება ჰქონდა განზრახული.
როულინგის განცხადებით, იმ ფაქტს, რომ ჰერმიონი რონ უიზლიზე დააქორწინა „არავითარი ლიტერატურული დატვირთვა არ აქვს“.
სწორედ ამის გამი, მწერალმა თაყვანისმცემლებს ბოდიში მოუხადა.
გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ჯოან როულინგი „ჰარი პოტერის“ თეატრალურ ვერსიაზეც მუშაობს.