
ჯერ სოციალურ ქსელებში, შემდეგ კი "ზონანიუსის" მიერ სკანდალური ვიდეოჩანაწერი გავრცელდა, რომელიც, სავარაუდოდ, რუსთავში, მომსახურების სააგენტოს ტერიტორიასთანაა გადაღებული. შემთხვევა დაახლოებით ორი წლის წინ მოხდა.
კადრებში ჩანს, რომ საპატრულო პოლიციის არასწორი მანევრი სამი ავტომანქანის შეჯახების საბაბი გახდა. კადრები სათვალთვალო კამერითაა გადაღებული.