-
2014-01-27 23:23
„აფხაზეთის ხმამ“ 2013 წლის 4 ივნისს თბილისში. აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე „მეღვინეობა ხარების“ მიერ ფინანსთა სამინისტროსთვის გადაგზავნილი ანგარიშფაქტურა მოიპოვა, სადაც ტურისტული და რესტორნის მომსახურების ხარჯებია დაანგარიშებული.
ანგარიშფაქტურის მიხედვით 80 კაცზე გათვლილი სუფრა და ტურისტული მომსახურება, რაც „არყის სახდელი აპარატის ჩართვას“, შეკვეთას „ციკანი თონეში“ და სხვა, მრავალფეროვან მენიუს მოიცავს „მეღვინეობა ხარებაში“ ბიუჯეტს 9.506 ლარი დაუჯდა.
აქედან უშუალოდ რესტორანში გაშლილი სუფრა 7. 246 ლარი დაჯდა. როგორც საბოლოო ხარჯთაღრიცხვაში ჩანს, რესტორანში ქეიფის დროს 3 ცალი ღვინის ჭიქაც გაუტყდათ და დანაკლისი აანაზღაურებინეს.
შენიშვნა: მთავარი ფოტო შერჩეულია შემთხვევითი ძებნის პრინციპით და არ წარმოადგენს სტატიის ფოტოფაქტს. ავტორი მითითებულია ფოტოზე.

