-
2014-01-27 15:47
„ტვიტერში“ რუსეთის პრეზიდენტის პაროდიული მიკრობლოგის KermlinRussia–ს ავტორის არსენ ბობროვსკის კუთვნილ ავტომანქანაზე უცნობმა პირებმა ხისგან დამზადებული მამაკაცის ასო მიამაგრეს.
„ეტყობა, ბევრს არ მოსწონს ის, რასაც ვწერ“, – დაწერა ბობროვსკიმ სოციალურ ქსელში. – „გამოვდივარ და ეს სურათი მხვდება. მამაკაცის ასო საკმაოდ მძიმნეა, მანქანაც დააზიანა გარკვეულწილად. მივმართე სამართალდამცველებს და გავიგონე, როგორ იცინოდნენ ისინი“, – წერს ის.
მიკრობლოგ KermlinRussia–ს ამ დროისთვის „ტვიტერზე“ 170 ათსზე მეტი გამომწერი ჰყავს.
