ჩოჩელი თანამშრომლებზე: ან ყველა ერთად გადავრჩებით, ან ერთად დავრჩებით უმუშევრები

Image

ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელის საქმის განხილვა ადგილიდან არ იძვრის. სასამართლო პროცესი უკვე მეორედ გადაიდო, ამჯერად ის თებერვალში ჩაინიშნა. მანამდე კი სხვადასხვა საშუალებით, მაგრამ როგორც თავად ბიზნესმენი ამბობს, ძველი მეთოდებით ებრძვიან.

 

ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი ამბობს, რომ ძალიან დაღალა იმ გარემომ, რაც მის ირგვლივაა შექმნილი: ყოველგვარ საფუძველს მოკლებული და გაჭიანურებული სამართლებრივი დევნა, „რატომ კარგი აგიგია“ პრინციპის გატარება, შავი PR.

 

ცეზარ ჩოჩელი ამ დრომდე ვერ არის გარკვეული, რა უნდათ მისგან – ვერც ბრალს უმტკიცებენ, მისი ჯგუფის კუთვნილ ბიზნეს–ობიექტებს კი ყადაღასაც არ უხსნიან.

 

არადა, ეს ყველაფერი ცეზარ ჩოჩელის ცხოვრებაში ერთხელ უკვე იყო. თვითონ წარსულზე საუბარი არ სურს. არც პარალელის გავლება დღევანდელობასთან. ორი სიტყვით ამბობს, რომ განებივრებული არც წინა ხელისუფლების დროს ყოფილა და მაშინაც ებრძოდნენ ბინძური მეთოდებით.

 

მაგალითად, ის რაც ყველას ახსოვს: ფრაზა „ხორცის ბიზნესს ცეზარ ჩოჩელი აკონტროლებს“ – ლამის ისეთ აქსიომად იყო ქცეული, რომელსაც დამტკიცება არ სჭირდება. დაინტერესებული ძალები ამას ყოველთვის ახერხებდნენ – შეექმნათ უარყოფითი ფონი ცეზარ ჩოჩელის გარშემო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ხორცის ბიზნესთან ცეზარ ჩოჩელს საერთოდ არანაირი შეხება არ ჰქონდა.

 

სანამ ცეზარ ჩოჩელს გავესაუბრებოდით, მცხეთა–მთიანეთის რამდენიმე სოფელში ადგილობრივებს შევხვდით და სხვადასხვა თემაზე საუბრის შემდეგ, საუბარი ჩოჩელზეც ჩამოვუგდეთ. ერთმა გლეხმა შორეული ამბები გაიხსენა:

 

„სანამ მიშა ხელისუფლებაში მოვიდოდა, აქ შეხვედრებს ატარებდა და ერთხელაც ახალგორში ჩამოვიდა. მერე სხვაგანაც იყო. ახალგაზრდა ბიჭი როა, კირკიტაძე, ისიც დაყვებოდა მაგასა. ჰოდა, ერთხელაცა, დარბაზში, სადაც თვითონ ჩოჩელი იჯდა, მიშა გამოდის და ადგილობრივებს გვეუბნება: ეს ჩოჩელი რომ გაზით კისერზე წურბელასავით, მოგაშორებთო. წამოვიშალეთ, კაცო, ამას როგორ ამბობსო, თუ ვინმე რამეს აკეთებდა აქა, კიდე ჩოჩელი იყო მაგ დროსა. ჩოჩელი, თურმე, წინა რიგებში მჯდარა, სკამზე ავიდა და ისე გვანიშნა ხელით, დასხედითო...“

 

ამ ფაქტზე ცეზარ ჩოჩელსაც ვკითხეთ. თქვა, რომ ახსოვს, მაგრამ დეტალებზე არ უსაუბრია – უფრო აწმყოსა და მომავალზეა ორიენტირებული, ვიდრე წარსულზე, თუმცა, იმასაც არ მალავს, რომ აწმყოში სახარბიელოს ვერაფერს ხედავს:

 

„ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ დაიწყო ბიზნესზე ზეწოლა და ქონებრივი დავები. დაახლოებით 9-10 თვის გასვლის შემდეგ დაიწყო მაკომპრომატირებელ მასალაზე მუშაობა.

 

წინა ხელისუფლების დროსაც კომპრომატად მეთვლებოდა ისეთი საკითხები, რომლებთან შეხება არ მქონია, ეს იყო ყველაზე მძიმე ჩემთვის ჩემი ოჯახისთვის, იმ დროს, როცა ხორცი ძვირდებოდა თითქოს ჩვენს გამო. იმ დროს როცა არანაირი შეხება არ მქონია ამ საკითხთან, ვაკეთებდი პრესკონფერენციებს, მაგრამ უგულებელყოფილი იყო და არ შუქდებოდა“, – ამბობს ის.

 

ცეზარ ჩოჩელის ირგვლივ ბოლო ერთი თვის განმავლობაში კიდევ ერთი, ახალი მითი გაჩნდა, რომელიც, შესაძლოა, ასე გამოითქვას: ოთარ ფარცხალაძე ცეზარ ჩოჩელმა გადააყენა, რადგან მისი მაკომპრომეტირებელი მასალები სწორედ მან მოიპოვა.

 

მანამდე კი, ზოგიერთ მედიასაშუალებაში გაჩნდა ცნობა, თითქოს ჩოჩელი „ნაციონალური მოძრაობის“ საიდუმლო შეკრებას ესწრებოდა:

 

„ახლა კი არა, იმ ხელისუფლების დროსაც, როცა გუბერნატორი ვიყავი, პარტიულ შეკრებებზე არ დავდიოდი“, – ამბობს ბიზნესმენი. მისი თქმით, არ იცის, საიდან, მაგრამ ფაქტია, რომ მედიის წარმომადგენლების მეშვეობით ებრძვიან და ცდილობენ, შავი PR აუგორონ:

 

„დღეს ბიზნესის გადარჩენით ვარ დაკავებული და არა რაღაც თემებით, რომელიც გარემოებას არ ცვლის. რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, ვინ იქნება პროკურორი? ჩემი საკითხი არის სუფთა პოლიტიკური და პოლიტიკურად უნდა გადაწყდეს – ან დადებითად ან უარყოფითად.

 

იმ ბრალდებებს, რომელიც წაყენებული მაქვს სხვა ახსნას ვერ ვუძებნი. მე მოვიყვანე შედარება ძველ კონიაკსა და ძველ დანადგარებს შორის, ეგონათ ვიხუმრე, მაგრამ როგორ შეიძლება 15 წლის დანადგარები ახალ დანადგარებზე ძვირი ღირდეს? თუ არა მიზანმიმართული წნეხი და ზეწოლა, როგორ შეიძლება ამ ბრალდებაზე დაყადაღებული იყოს 5 წარმოება? ეს ხომ აბსურდია?“, – უკვე მერამდენედ, პასუხგაუცემელ შეკითხვებს სვამს ბიზნესმენი.

 

ქონების დაყადაღების მიუხედავად, ცეზარ ჩოჩელს არცერთ, თავისი ჯგუფის კომპანიაში თანამშრომლები არ შეუმცირებია. არც უხელფასო შვებულებაში გაუშვია. თბილისიდან ისევ დადის კარგა ხნის წინ მიმაგრებული ტრანსპორტი საწარმოებში, რომლებსაც იქ თანამშრომლები მიჰყავს. ჩოჩელი ამბობს, რომ ეს მისი მთავარი პრინციპია და სანამ შეძლებს, თანამშრომლებს სამსახურიდან არ დაითხოვს:

 

„უკვე თითქმის წელიწადია, მუდმივად გვიწევს არსებული კრედიტების ჩაფარვა და ახალი თანხის მოძიება ჭირს. მოგეხსენებათ, ახლა გაზაფხული მოდის და გაზაფხულზე ყველა კომპანიას სჭირდება ახალი საფინანსო რესურსები, რომლის მოძიებაც შეზღუდული გვაქვს.

 

არ ვიცი დღევანდელი გადასახედიდან, როდემდე შევძლებთ წარმოებების მიტანას, ამის თქმა არ შემიძლია. თებერვლის დასაწყისში მექნება ეს ინფორმაცია, როცა დავასრულებთ კონსულტაციებს ფინანსურ ორგანიზაციებთან და ბანკებთან. რაც შეეხება თანამშრომელთა არგაშვებას, ეს გადაწყვეტილება მივიღე მე. ან გადავრჩებით ყველა ერთად, ან დავრჩებით უმუშევრად“, – ამბობს ის და იცინის.  

 

ცეზარ ჩოჩელთან დაკავშირებით საკმაოდ კურიოზული სიტუაციაა შექმნილი: გავლენიანი ადამიანების იმ ჯგუფმა, რომელიც უკვე არარაა გავლენიანი, ტავის დროზე ბიზნესმენისგან მონსტრი შექმნეს და ბრალდებების კასკადი ააგეს. ახლა ეს ჯგუფი არც ხელისუფლებაშია და არც გავლენა აქვს, მაგრამ ამის მიუხედავად, არავინ ჩანს ისეთი, ვინც მივა ახალ ხელისუფლებასთან და ეტყვის, რომ ცეზარ ჩოჩელის წინააღმდეგ ბრალდებები გამოგონილი და შეთითხნილი იყო. შესაძლოა, იმიტომაც არ ჩანს, რომ ეშინია, მერე ჩოჩელთან ალიანსში შესვლა არ დააბრალონ...

 

ამასობაში კი დრო გადის და ეს ჟამთასვლა ნამდვილად არ მუშაობს კომპანიებისა და მათი თანამშრომლების, თავად ცეზარ ჩოჩელის სასარგებლოდ – ყველა რესურსთან ერთად, ადამიანური რესურსიც ხომ იხარჯება და სტრესი მატულობს...

 

მაგრამ იმედი მაინც აქვს. არ იცის, ეს იმ წყალწაღებულის იმედი, რომელიც ხავსს ეჭიდებოდა თუ მისი ოპტიმისტური, მებრძოლი ხასიათის გამოვლინება, მაგრამ ამბობს, რომ ახალმა პრემიერმინისტრმა მიმდინარე წელი ადგილობრივი წარმოების განვითარების წლად გამოაცხადა და ფიქრობს, რომ იმ ადგილობრივი ბიზნესის შესახებ, რომლის ჯგუფის კომპანიები ბიუჯეტის ყველაზე მსხვილი გადამხდელები არიან, ყურადღების გარეშე არ დარჩებიან.

 

არც იმას მალავს, რომ ბიძინა ივანიშვილის ორგანიზაცია „მოქალაქის“ დაფუძნებისთანავე, ერთერთი პირველი იქნება, ვინც ამ ორგანიზაციას მიმართავს და სიმართლის გარკვევას მოითხოვს:

 

„კარგი სახელი აქვს შერჩეული  – „მოქალაქე“. ჩვენც ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები და თითქმის ამ ქვეყანაში სიცოცხლის საშუალებასაც არ გვაძლავენ.

 

პირველები ვიქნებით, ვინც მივმართავთ, რომ გაეცნონ იმ საქმეებს, თუ რა საქმეების საფუძველზე ხდება ამხელა ბიზნესების განადგურება, ამხელა ბიზნესი არ განადგურებულა საქართველოს დამოუკიდებლობისის გამოცხადებიდან დღემდე“, – ამბობს ბიზნესმენი.

 

ანანო კვაჭანტირაძე, "აფხაზეთის ხმა"

cezarchocheli.jpg

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !