-
2014-10-01 19:52
Radio France Internationale-ს ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე "ფეისბუქში" წერს, რომ სტრასბურგში ისეთი რეზოლუცია მიიღეს, როგორიც "ნაციონალებს" სურდათ და ამაში "ქართული ოცნების" ცალკეულ წევრებს ადანაშაულებს. გიორგი ფოფხაძე პრემიერმინისტრსაც მიმართავს და წერს, რომ მას უღალატეს.
"სტრასბურგში რეზოლუცია გავიდა ისე როგორც ნაცებს უნდოდათ... ეხლა არ დამიწყონ ჩემი სტატუსებით აღშფოთებულმა დეიდებმა რომ, ეს ასე არაა... გამეცით ეხლა პასუხი ძლიან გთხოვთ, ჩემო ოცნებადეიდებო და ბიცოლებო,ჩემი სტატუსებით რომ ხართ გადაფიჩინებული და აღშფოთებული,ხომ გაფრთხილებდით ორი წლის მანძილზე, ხომ გეუბნებოდით ჩემი სტატუსებით იმ მწარე სიმართლეს რისი მოსმენაც თურმე თქვენს შავ ჯიპებში არ გინდოდათ...
ხომ გთხოვდით გემუშვათ ევროსტრუქტურებში.. ხომ გთხოვდით გაგეაქტიურებინათ ლობისტური საქმიანობა მთელს ევროპაში, ხომ გიწვდიდით დახმარების ხელს და გიგზავნიდით კონცებციებს სიტუაციის გამოსასწორებლად.. ხომ იყო თქვენი მხრიდან სრული იგნორი და ფეხებზე დაკიდება? ხომ? ხომ? და კიდევ რამდენი ხომ?...
ხოო და ეხლა მიპასუხეთ მეც და უპასუხეთ ქართველ ხალხსაც, თქვენი უმოქმედობით, რატომ გაწირეთ და გაანადგურეთ ის, რაც მე და ჩემმა მეგობრებმა და მთლიანად ქართველმა ხალხმა ზუსტად ორი წლის წინ საკუთარი რისკის ფასად მოიტანა? რატომ უღალატეთ ქართველ ხალხს, რატომ გვიღალატეთ იმ ადამიანებს ვინც ამ გამარჯვებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა? რატომ უღალატეთ იმ ადამიანს ვინც თქვენ პოლიტიკაში მოგიყვანათ?..
მივმართავ ჩემი ქვეყნის პრემიერს... ბატონო პრემიერო თქვენ ამ ადამიანებმა მოგატყუეს და გიღალატეს... ეს რეზოლუცია და მომავალი ევროპარლამენტის რეზულუცია რომელიც ევროსაბჭოს რეზოლუციაზე მწვავეა.. სწორედ ამ გარეწრებიც და თაღლითების უმოქმედობის შედეგია.. რაც ჩვენ ავაშენეთ, ამათმა დაანგრიეს საუბედუროდ...", - წერს ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე.