თეა თუაშვილი: "საქართველოს წარმომადგენლის გამოსვლის დროს გაეროს დარბაზი მუდამ ნახევრად ცარიელია"

Image

ჟურნალისტი, რადიო "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი თეა თუაშვილი, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის გაშუქებაზე უკვე წლებია, მუშაობს, სოციალური ქსელების ქართველ მომხმარებლებში გავრცელებულ ირონიას ეხმიანება იმის შესახებ, რომ პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის გამოსვლის დროს დარბაზი ნახევრად ცარიელი იყო და წერს, რომ ეს ყოველთვის ასე ხდებოდა.

 

ამავე დროს, თეა თუაშვილი წერს, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი აშკარად გაზრდილია და რომ საგარეო უწყებამ, ასევე სამთავრობო გუნდმა სამუშაოები ჩაატარა და ვიზიტი მაქსიმალურად დატვირთული იყო შეხვედრებით.

 

თეა თუაშვილი იმ აქციის მონაწილეებსაც აკრიტიკებს, რომლებიც საქართველოს პრემიერმინისტრის მისამართით უცენზურო ფრაზებს ისროდნენ:

 

"გენერალურ ასამბლეას მგონი უკვე ათი წელია ვაშუქებ, რამდენიმე რაღაც: 

1. დარბაზი ყოველთვის ნახევრად ცარიელია, როდესაც საქართველოს წარმომადგენელი სიტყვით გამოდის.

 

2.გამოსვლის დრო ყოველთვის მერყეობს ნიუ იორკის დროით საღამოს 5-დან 7 საათამდე.

 

3. პირველი შემთხვევა იყო წელს როდესაც რამდენიმე ფორუმს, მათ შორის გუშინ გენ. ასამბლეის სხდომას უძღვებოდა საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, კახა იმნაძე. რაც მანამდე არასდროს არ მომხდარა, რაც ნამდვილად მიუთითებს იმაზე რომ მისიის სტაფი აქტიურად მუშაობს.

 

4. ცნობადობა არის და ინტერესი გაზრდილი ქვეყნის მიმართ ძალიან !. ვნახე ერიკ რუბინი რომელიც სუამის სხდომაზე 20 წუთით ადრე მოვიდა და ელოდებოდა როდის დასრულდებოდა სუამის შეხვედრა, რათა გაგრძლებულიყო სუამი-ამერიკის ფორმატში, რომელიც ოდნავ გვიან დაიწყო და გვიან დასრულდა. ვნახე იორდანიის საგარეო მინისტრი რომელიც მხოლოდ მისალემბის გამო ბუტში შეუვარდა მაია ფანჯიკიძეს რომელიც იმ დროს ავღ. საგარეო მინისტრს ხვდებოდა. სხვათაშორის ეს შეხვედრა ავღ, მხარემ მოითხოვად და დაემატა ,

 

5. მე ვნახე საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, რომელსაც ორმხრივი შეხვედრების სიმრავლის გამო 1 წუთით დრო არ ჰქინდა საკუთარი თავისთვის, ამერიკის ხმის სატელევიზიო ინტერვიუს დაწყებამდე.

 

6. პირველი შემთხვევა იყო როდესაც საქართველო გაეროზე წარადგინა პრემიერ-მინისტრმა ასევე პირველად გამოვიდა სხვადასხვა კონფერენციაზე გაეროს ეგიდით, რაც აქამდე არ მომხდარა. ჩვენი მხრიდან სახელ. მეთაურები ყოველთვის გამოდიოდნენ ერთხელ.

 

7. მე ვნახე ძალიან კარგი კომუნიკაცია საგარეო უწყების და სახ. მეთაურის პრესასთან ურთიერთობის სამსახურების მხრიდან.

 

8. არ მინდა დავივიწყო გაეროს სტაჟიორები, ვატო და ანა რომლებიც ძალიან კარგი ბავშვები არიან, მონდომებულები და მოტივირებულები. ანა რომელიც 2 დღის უჭმელი იყო ვინაიდან სხდომას ესწრებოდა, პირადად ვაიძულე რომ ცოტა შეესვენა და საკვები მიეღო.

 

9. ზოგადად გაეროს სამიტი არის ძალიან რთული თავისი სპეციფიკით, ორგანიზებულობის მხრივ. პროტოკოლის სამუშაო საპასუხსიმგებლო, მუდმივად შედის ცვლილებები პროგრამაში. ემატება, აკლდება შეხვედრები.

 

10. და ბოლოს მინდა ეს ჩემი პოსტი ნახონ ამერიკაში მცხოვრებმა იმ ადამიანებმა რომელთა უგვანო ვიდეო- შეძახილები გავრცელდა ინტერნეტით. სხვათაშორის, ეს ვიდეო ირ. ღარიბაშვილის გამოსვლამდე 1 საათით ადრე გავრცელდა და ჟურნალისტები მოსაცდელ დარბაზში ვიყავით, საიდანაც უკვე უნდა ავეყვანეთ ლოჟებში. ჩვენ ყველა შევშფოთდით იმით რაც ვნახეთ, ყველას ჰქონდა ადეკვატური უარყოფითი რეაქცია...

 

და მინდა გითხრათ თქვენ ყველამ ჩვენგან დაიმსახურეთ ის შეფასება რასაც ჩხავიხართ იმ ვიდეოში პრემიერის მისამართით.... ასე იყო ადრეც, ასე გაფასებდით ადრეც როდესაც გაეროს ტრიბუნაზე საქართველოს სხვა ლიდერი წარმოადგენდა და კვერცხებს უშენდით!..", - წერს თეა თუაშვილი.

 

prem-gaero.jpg

misha-gaero.jpg

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !