
საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორმა არნო ხიდირბეგაშვილმა სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე „კიევის მაიდანი: გაკვეთილები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისათვის“ გამოსვლისას ერთმანეთს პუტინი და ღარიბაშვილი შეადარა.
ხიდირბეგაშვილის განცხადებით, საქართველო ოფიციალურად ჩაება ომში რუსეთსა და აშშ-ს შორის და ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებას სწორედ ანტირუსული ძალები ამზადებენ.
„დღეს მსოფლიოში, პირველად “ცივი ომის” შემდეგ, რუსეთისა და აშშ-ის აშკარა დაპირისპირება დაიწყო - ორი, დაახლოებით თანაბარი ძალის მსოფლიო ცენტრის, რომელთაგან თითოეულს ჰყავს თავისი მოკავშირეები, ოღონდ რუსეთის ფედერაცია დღეს, სსრკ-სგან განსხვავებით, აბსოლუტურად პრაგმატული გახდა, აშშ-ს კი ამძიმებს უზარმაზარი სახელმწიფო -საგარეო და შიდა ვალები. თანაც, ღმერთმა რუსეთს გამოჩენილი ლიდერი - ძიუდოს ოსტატი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უწყალობა, რომელსაც რუსეთი გამარჯვებისკენ მიჰყავს. გადაარჩენს თუ არა საქართველოს მისი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც კარატეში შავ ქამარს ფლობს?
საქართველოში მზადდება მორიგი სახელმწიფო გადატრიალება - ახალი „ფერადი რევოლუცია“ - მოქმედი მთავრობისა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეცვლის მიზნით, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის მალული ტანდემის მიერ ანდა ახალი კოალიციით, თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრით, ირაკლი ალასანიათი სათავეში.
გადამწყვეტ მომენტში ერაყ და ავღანეთგამოვლილი სპეცქვედანაყოფები სიხარულით შეასრულებენ თავისი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიას ბრძანებას, რათა ის ქვეყნის ხელმძღვანელი გახდეს, მისი მეუღლე კი - პირველი ლედი, რომელიც უკვე შედის როლში და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს - ბრალდებებს მინისტრების მისამართით.
ალასანიას მხარეზე გამოვა მისი მეუღლის ღვიძლი და - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მინისტრი და აშკარა რუსოფობი ალექსი პეტრიაშვილი, მეტსახელად „ალექს პეტრიოტი“, და, ყველაზე მთავარი, „რესპუბლიკელები“ ხელისუფლების ყველა შტოში: საპარლამენტოში - პარლამენტის სპიკერი უსუფაშვილი და პარლამენტარები - მისი მეუღლე ხიდაშელი და ძმები ბერძენიშვილები, საპრეზიდენტოში - უშიშროების საბჭოს მდივანი იმერლიშვილი, აღმასრულებელში - მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ზაქარეიშვილი, რომელიც უკვე დიდი ხანია აღარ მალავს თავის სიმპათიებს ექსპრეზიდენტისადმი - ამბობს, რომ რუსეთთან მიმართებაში სააკაშვილი მართალი იყო და რომ არაფრით არ შეიძლება მისი დაკავება და ციხეში ჩასმა!
საქართველოს მოქალაქეებს კარგად ახსოვთ შედარებით უსისხლო „ვარდების რევოლუციაც“, რომლემაც პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე დაამხო და 1990 წლის სამხედრო გადატრიალებაც, რომელსაც „თბილისის ომი“ ეწოდა, როცა შევარდნაძემ საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ჩამოაგდო. თუმცა, ეს შეიძლება არ ახსოვდეს საქართველოს ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც მაშინ 10 წლის იყო.
ამიტომ ღარიბაშვილი არ შეიძლება იცნობდეს პუტჩისტების ტრადიციულ მეთოდს საქართველოში - არასასურველი მმართველის იზოლირება რუსეთისგან, შემდგომ კი მისი იოლად ჩამოგდება, რასაც იგი დღეს თავად ექვემდებარება!“, - განაცხადა ხიდირბეგაშვილმა კონფერენციაზე გამოსვლისას.