-
2014-09-22 14:13
უფლებადამცველი კოტე ინაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში დესტაბილიზაციის მიზნით, "ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ლიკვიდაციას გეგმავს.
"ნაციონალურ მოძრაობას" ქვეყანაში არეულობა სურს. ისინი უკვე ღიად დაუპირისპირდნენ შს მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს, გიორგი მღებრიშვილის უწყებას და პროკურატურას. სანდო წყაროს ინფორმაციით, ისინი აპირებენ საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ლიკვიდაციას. ეს სავარუდოდ იქნება ლიტვინენკოს გარდაცვალების სცენარით. მოხდება მისი მოწამვლა", - განაცხადა ინაშვილმა.
მისივე თქმით, გიორგი მარგველაშვილს ვანო ჩხარტიშვილმა შესთავაზა ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა:
"საუბარია "რესპუბლიკელებთან" ალიანსზე", - განაცხადა ინაშვილმა. მისივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" აღარ ჰყავს მხარდამჭერები ევროპასა და ამერიკაში, ამიტომ მათ საქართველოში დესტაბილიზაცია სურთ:
"ნაციონალური მოძრაობა" კრიმინალური ორგანიზაციაა და გიორგი მარგველაშვილის სიკვდილს ახალ ხელისუფლებას დააბრალებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით გეგმა უკვე არსებობს", - აცხადებს კოტე ინაშვილი, თუმცა, არ ასახელებს წყაროს ვინაობას, რომლისგანაც ეს ინფორმაცია მიიღო.
"ინტერპრესნიუსის" მიხედვით