
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ აგვისტო საშიში თვეა და სწორედ ამ თვის ბოლომდე ვლადიმირ პუტინს უკრაინასთან მიმართებაში კონკრეტული სცენარი აქვს ჩაფიქრებული.
"აგვისტო ძალიან საშიში თვეა. განსაკუთრებული სიფხიზლეა საჭირო მინსკის მოლაპარაკებათა წინ. პუტინი ცდილობს, უკრაინულ ჯარს დარტყმა რამდენიმე მიმართულებით მიაყენოს, რათა თავს მოახვიოს ცეცხლის შეწყვეტის საკუთარი გეგმა - რუსი მშვიდობისმყოფელებითა და უკრაინის შემდგომი ფედერალიზაციით.
უკანასკნელ ხანს რუსეთის ყველა აქტივობა სწორედ ამგვარი სცენარის მომზადებაზე მიანიშნებს", - წერს მიხეილ სააკაშვილი.