-
2014-05-09 20:25
"რუსთავი-2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვინც ხელისუფლებაში და, განსაკუთრებით, შსს-ში ამ საქმეების შეკერვითაა დაკავებული, ჯოჯოხეთს მოუწყობს.
"როგორც ერთმა ჩემმა მეგობარმა გითხრათ, ჯოჯოხეთს მოგიწყობთ ნამდვილად, ყველაფერი გამოაშკარავდება თავის დროზე, ამაზე უარესი ამბებიც გამოაშკარავდება, საკუთარ ჩინოვნიკებს რომ იწერთ, ამას რომ მოგასმენინებთ, მერე რას მოიფიქრებთ, ძალიან მაინტერესებს, ესეც ჩვენ მოვიქრეთ? ესეც ჩვენ დავამონტაჟეთ? აი, ეს შეკითხვები იქნება დასმული და ამ შეკითხვებზე ველოდები უახლოეს დღეებში პასუხს", - თქვა მან.