
სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია "რუსთავი-2"-ის კუთვნილებაზე მოდავე ქიბარ ხალვაშს ეხმიანება და სოციალურ ქსელში პასუხობს.
შეგახსენებთ, ტვ "იმედში" ჩართვისას, წამყვანის შეკითხვაზე, რა ბედი ელის ტელეკომპანიაში მომუშავე ჟურნალისტებს, ხალვაშმა განაცხადა, რომ ისინი წნეხისგან გათავისუფლდებიან:
"მე ვერ შევპირდები 100%-ით ყველას, რომ იქ სამსახურში იქნება. ე.წ. ზონდერი ჟურნალისტების გარდა, ყველა იმუშავებს. ეგ იქნება დაახლოებით არაუმეტეს 10 ადამიანისა“, - თქვა ქიბარ ხალვაშმა, რასაც ნიკა გვარამიამ "ფეისბუქში" ასეთი პასუხი გასცა:
"მანამდე არ აგიდგა გვერდები ქიბარ ხალვაშო, შენი პატრონებიანად, ჩემი ვარსკვლავი ჟურნალისტები შენი გასაგდები სანამ არ გახდება.
იჯექი მანდ გამოუსვლელად მიუნხენში და შეირგე შენი პოლიტიკური თავშესაფარი და ნუ დაიპარები აზერბაიჯანის გავლით საქართველოში, თორემ მაგასაც დაკარგავ და წასასვლელიც აღარსად გექნება".
ვიდეო: ქიბარ ხალვაში "იმედზე"