დავით ლორთქიფანიძე: ბოზური საქციელი არ გამიკეთებია და არც გავაკეთებ

Image

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით ლორთქიფანიძის განცხადებით, "ბოზური საქციელი" არასდროს ჩაუდენია და არც ჩაიდენს. ამის შესახებ მან "ახალ ვერსიასთან" საუბარში განაცხადა. 

 

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ აქვს ძველებური ტელეფონი, ლორთქიფანიძე პასუხობს, რომ ტელეფონი მისთვის კომუნიკაციის საშუალებაა, ხოლო მედიის წარმომადგენლის მორიგ რეპლიკაზე - "ჰაი კლასის" ტელეფონით საუბრებს ჩუმად ჩაიწერდითო, დეპუტატი პირდაპირ პასუხობს: "არ მჭირდება. ბოდიში და, ასეთი ბოზური საქციელი ცხოვრებაში არ გამიკეთებია და არც გავაკეთებ".

 

ამ კონტექსტში ლორთქიფანიძე 2 ოქტომბერს პარლამენტის შენობასთან მომხდარ ინციდენტსაც იხსენებს და ამბობს, რომ პარლამენტარების შეურაცხყოფა თავად ნაციონალებმა გაუტოლეს მძიმე დანაშაულს, ხოლო თვითონ არსად მოუთხოვია, რომ ახალგაზრდებმა, რომლებიც აქციაზე მისი შეურაცხყოფის გამო დააკავეს, პიჯაკი და შარვალი უნდა უყიდონ:

 

"ისე მოხდა, რომ ადამიანმა მეგაფონი მესროლა და რა უნდა გამეკეთებინა. სისხლის სამართლის კოდექსით, მოწმის სტატუსით, დაზარალებულად ვარ ცნობილი. გამომძიებელმა გამომკითხა რა იყო, არსად მითქვამს, სათვალე და პიჯაკი უნდა მიყიდონ-მეთქი. რაც შეეხება სასჯელს, „ნაცმოძრაობას“ წარმოუდგენლად მიაჩნია, რომ ჩვენ სასამართლოსა და პროკურატურის საქმიანობაში არ ვერევით. თუ გამოძიებასთან ითანამშრომლებენ, ვფიქრობ, ამ ადამიანებს სასჯელი შეუმსუბუქდებათ, რადგან არავის მოსწონს, როცა ადამიანი ციხეშია, მაგრამ ეს ხალხი ციხეში „ნაცმოძრაობის“ გამოა", - აცხადებს დავით ლორთქიფანიძე.  

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

დეპუტატის განმარტებები "ფეისბუქლაივზე": “ინგლისურად ეწერა რაღაც, შევრცხვი"

2019-08-30 13:29
ნინოწმინდის საკრებულოს დეპუტატი მის მიერ გადაღებულ ფეისბუქ-ლაივთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

თბილისში ძარცვის მცდელობის ბრალდებით პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს

2019-08-30 13:19
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული...

"მისი ქმედება არ არის დანაშაული, ასევე შეიძლება ბავშვი ქუჩაში ძაღლმაც დააზიანოს" - პეკინზე დაკავებულის ადვოკატი (ვიდეო)

2019-08-30 10:09
პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული თამარ საძაგლიშვილის ადვოკატი აცხადებ, რომ მისი...
რჩეული ვიდეოები

"მედიაფოკუსი მშვიდობაზე" - პირველი გადაცემა

2018-09-23 19:03
‘’სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელმა’’ (INCD) 2018 წლის 1 აგვისტოს კანადის მთავრობის...

ნათელაშვილი: სადაც გაგიჭირდებათ, ყველგან გუგავა მოვა...

2017-09-14 16:31
საქართველოს მთავარმა ლეიბორისტმა დღეს თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი გუგავა წარადგინა და...

ხუხაშვილი: სააკაშვილი კრიზისების ლიდერია, პოროშენკომ გაიჩალიჩა(ვიდეო)

2017-09-14 13:56
"მიხეილ სააკაშვილი კრიზისული ლიდერია, მთელი მისი ბიოგრაფია ამას ცხადყოფს, ასე რომ, პოროშენკომ...

ჟირინოვსკი: ქართველებს ენერგეტიკა აქვთ აქტიურობის - სააკაშვილი პოროშენკოსაც ჩააჩოჩებს და ავაკოვსაც

2017-09-14 02:39
რუსეთის მთავარი ლიბერალ-დემოკრატი ვლადიმირ ჟირინოვსკი რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე...

გამოკითხვა

2018 წელს ხელისუფლების საქმიანობას შევაფასებდი:

დადებითად - 33.3%
უარყოფითად - 50%
საშუალოდ - 16.7%
ხმების რაოდნობა: 6
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.2721
0.0004
100
RUB
 - 
4.6123
0.0045
1
USD
 - 
2.9663
0.0038

გუშინ:

ჰიტები:566 უნიკალური:461

მიმდინარე:

ჰიტები:462 უნიკალური:378