გვჭირდება თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახური

Image

"აფხაზეთის ხმა" რესურსს უთმობს არგუმენტირებულ დავას იმის თაობაზე, სჭირდება თუ არა ქვეყანას სავალდებულო სამხედრო სამსახური, რის შესახებაც ბოლო დროს ცალკეული პირები, მათ შორის, პოლიტიკოსები, აქტიურად მსჯელობენ. დღეს ვაქვეყნებთ ნიკა ობოლაძის წერილს, რომელიც, გარკვეულწილად, "ტაბულაში" გამოქვეყნებული მოსაზრების პასუხია. ამასთან, "აფხაზეთის ხმის" რედაქცია მზადაა, ამ საკითხზე კომპეტენტური, არგუმენტირებულ მოსაზრებები მომავალშიც გამოაქვეყნოს.

 

ავტორი: ნიკა ობოლაძე

 

ინტერნეტ გამოცემა „ტაბულაში“ დაიბეჭდა გიორგი ნონიაშვილის სტატია "რატომ არ უნდა გაუქმდეს სავალდებულო სამხედრო სამსახური?"

 

თავიდანვე აღვნიშნავ, რომ ბ-ნი გიორგის წერილში ცალსახადაა ნათქვამი, რომ დღეს არსებულ სისტემაში "პრობლემები რეალურია" და "სისტემა არაეფექტურია". მიუხედავად ამისა, მას არ აქვს წარმოდგენილი ხედვა, თუ როგორი უნდა იყოს და როგორ უნდა გადაკეთდეს დღევანდელი "არაეფექტური" და "რეალურ პრობლემებიანი" სისტემა.

 

სტატიის ავტორმა ზუსტად იცის, რომ დღევანდელი სისტემა უვარგისია. და თუმცა არ იცის, როგორი სისტემა უნდა იყოს ძველის ნაცვლად, მაგრამ აქვს არგუმენტები, სავალდებულო სამხედრო სამსახურის რაიმე სახით არსებობის გასამართლებლად.

 

არგუმენტები, თუ რატომ უნდა არსებობდეს სავალდებულო სამხედრო სამსახური, ასე გამოიყურება:

 

არ შეიძლება ვისაუბროთ ადამიანის უფლებებზე როდესაც გვყავს იმდენად ძლიერი მტერი, როგორც რუსეთია, ჩვენ ხომ გვაქვს 1921 წლის გამოცდილება.

 

2015 წლის გაზაფხულზე, ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ განაცხადა (განაცხადა! კი არ აღადგინა აწ უკვე დიდი ხნის წინ გაუქმებული სისტემა), რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური უნდა აღდგეს უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე საპასუხოდ.

 

"ჩვენს შესაძლო და არსებულ მოწინააღმდეგეებს ახლო მომავალში გაუჭირდებათ მაღალტექნოლოგიური და მინიმალური ადამიანური რესურსების მქონე არმიის შექმნა", - ამიტომ ჩვენი თავდაცვისუნარიანობისთვის მნიშვნელოვანია ჯარისკაცების რაოდენობა.

 

სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ ჯარისკაცებს შეუძლიათ გაზარდონ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა შემდეგნაირად: გაამაგრონ ზურგი, მოახდინონ დასახლებული პუნქტების პატრულირება, აკონტროლონ საკუთარი რეგიონი საომარ ვითარებაში და სხვა...

 

ამ არგუმენტების საპასუხოდ შეიძლება ითქვას რომ:

 

საქართველოს კონსტიტუცია ადამიანებს ავალდებულებს, საჭიროების შემთხვევაში პირნათლად მოიხადონ სავალდებულო სამხედრო სამსახური. კონსტიტუციაში არსად არის ნათქვამი, რომ ადამიანები ვალდებულნი არიან შეასრულონ პოლიციური ფუნქციები (იყვნენ ყარაულები) მათი ნების მიუხედავად.

 

ამავე ლოგიკით, სახელმწიფოს შეუძლია ნებისმიერ ადამიანს აიძულოს ნებისმიერი საქმის გაკეთება, სიმბოლური ანაზღაურებით. ის, რომ სახელმწიფო აიძულებს ადამიანებს შეასრულონ ყარაულის საქმე თვეში რამდენიმე ათეულ ლარად, კონსტიტუციის უხეში დარღვევაა. ვფიქრობ, საკითხი ასე არ დგას, რომ ან კონსტიტუცია და ადამიანის უფლებები ავირჩოთ, ან ქვეყნის თავისუფლება, უფრო პირიქითაა.

 

ცივილიზებული სამყაროს აბსოლუტურმა უმრავლესობამ უარი თქვა სავალდებულო სამხედრო სამსახურის სისტემის შენარჩუნებაზე. მაგრამ თუ ძალიან ჩავუღრმავდებით დალია გრიბაუსკაიტეს გამონათქვამს, მივხვდებით, რომ ლიტვა ვერც სავალდებულო სამსახურით და ვერც მის გარეშე, დამოუკიდებლად ვერ შეძლებს უზრუნველყოს ქვეყნის უსაფრთხოება.

 

საქმე ისაა, რომ ლიტვა არის ჩრდილო-ატლანტიკური ალიასნის წევრი, იმყოფება ნატოს ქოლგის ქვეშ და მისი პრეზიდენტის მსგავსი განცხადება (და თუ მომავალში აღდგება სავალდებულო სამხედრო გაწვევა, მაშინ ეს ფაქტი) არის წმინდა პოლიტიკური სახის გადაწყვეტილება, რომელსაც კავშირი არა აქვს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ზრდასთან.

 

ჩვენს შესაძლო და არსებულ მოწინააღმდეგეს, არათუ არ შეუძლია მაღალტექნოლოგიური იარაღით, მინიმალური ადამინური რესურსებით აწარმოოს ომი ჩვენ წინააღმდეგ, არამედ სამწუხაროდ, ყველაფერი პირიქითაა.

 

რუსეთის ფედერაციის ჩრდილო კავკასიური სამხედრო დაჯგუფება ფლობს საქართელოს არმიის შეიარაღებაზე ორი თაობით ახალ ტექნოლოგიებს.

 

რუსეთის არმიას შეუძლია ჩვენ წინააღმდეგ აწარმოოს ე.წ. უკონტაქტო ომი, შორსმსროლელი არტილერიითა და ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტებით, რომლებიც განლაგებულია ოკუპირებულ რეგიონებში და ზოგი ჩრდილო კავკასიაშიც კი, შეუძლია გახლიჩოს ქვეყანა მინიმუმ ორ ნაწილად, მოახდინოს წერტილოვანი დარტყმები სტრატეგიულ სამხედრო/სამოქალაქო ობიექტებზე, იბატონოს საქართველოს საჰაერო სივრცეში და გააკონტროლოს საქართველოს საზღვაო აკვატორია სრულად.

 

ეს ყველაფერი მტერს შეუძლია იმ ფონზე, რომ არ გამოიყენოს ქვეითი საბრძოლო ნაწილები. გზა რუსული სამხედრო მანქანისგან თავდასაცავად გადის მაღალტექნოლოგიურ ანტისაჰაერო და ანტისატანკო იარაღის შეძენა/ათვისებაზე და არა ცხრა ტყვიანასროლი მებრძოლის მუნიციპალური შენობის წინ საზარბაზნე ხორცად გამოფენაზე. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ჩვენ ხელთ არსებული ისედაც მწირი რესურსების ეფექტურად გამოყენებას.

 

ჩვენი ჯარის ფუნქცია, არა ომი, არამედ ომის თავიდან აცილებაა. მაგრამ თუ რუსეთ-საქართველოს შორის ომი მაინც დაიწყო, არასერიოზულია "ზურგზე" საუბარი, მაშინ როდესაც რუსეთის არმიის ნაწილები 4 მხრიდან ერტყმის გარს ჩვენს ქვეყანას და თითქმის უპრობლემოდ ბატონობს ჩვენს საჰაერო სივრცეში.

 

იმაში, რომ ძლიერი პროფესიული არმიის წინააღმდეგ ეფექტურია მხოლოდ კარგად გაწრთვნილი პროფესიული ჯარი, 2008 წლის მოვლენების დროსაც დავრწმუნდით. ჩვენმა პროფესიულმა არმიამ მედგრად იბრძოლა შიდა ქართლის რეგიონში, მაგრამ გულანთებული, არაპროფესიონალი მებრძოლები სახელმწიფოს ცალკე თავსატეხად იქცა როგორც ცხინვალთან, ისე სენაკში.

 

გვჭირდება თუ არა ძლიერი არმია? - გვჭირდება. არა ბრძოლის სურვილის არმქონე/ან მქონე ავტომატიანი ბიჭები, არამედ კარგად გაწრთვნილი, თანამედროვე თავდაცვის სისტემებით აღჭურვილი პროფესიული ჯარი, რომლისთვისაც სახსრების მოკლების ფუფუნება დღეს საქართველოს არ აქვს. სავალდებულო სამხედრო სამსახური კი სწორედ პროფესიულ არმიას ართმევს რესურსებს.

 

არის თუ არა დღეს არსებული სისტემა არაეფექტური და არაკონსტიტუციური ? - რა თქმა უნდა, არის და ამაზე ყველანი ვთანხმდებით.

 

აქვს დღეს საქართველოს იმის სახსრები, რომ უზრუნველყოს სავადებულო სამხედრო სამსახური იმგვარად ფუნქციონირება, რომ ის ემსახურებოდეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას? მაგალითად როგორც ისრაელის შემთხვევაში?

 

შეუძლებელია შევედაროთ ისრაელს, რომელსაც ჰყავს ძლიერი საკონტრაქტო ჯარი, აქვს კარგად მომუშავე სავალდებულო სამხედრო სამსახურისა და რეზერვის სისტემა. რადგანაც ისრაელი, თავდაცვაზე ყოველწლიურად ხარჯავს 18 მილიარდ $-ს (ჩვენი თავდაცვის ბიუჯეტზე, 270 მლნ $-ზე დაახლოებით 70-ჯერ მეტ თანხას) და რა თქმა უნდა, მას აქვს ფუფუნება იქონიოს ეფექტური სავალდებულო სამხედრო სამსახური, ჩვენ შემთხვევაში კი ეს მხოლოდ ფულის უაზრო ფლანგვაა.

 

ამიტომ, იმ ადამიანების არგუმენტები, რომლებმაც იციან, რომ არსებული სისტემა უვარგისია, მაგრამ არ იციან როგორ უნდა გარდაქმნან ის ისე, რომ იყოს ეფექტური, თუმცა, მაინც ამტკიცებენ, რომ ზოგადად ეს სისტემა უნდა არსებობდეს, არარელევანტურია.

 

აბსურდია არჩევანის დაყენება ისე, თითქოს ან კონსტიტუცია და ადამიანის უფლებები უნდა ავირჩიოთ, ან ქვეყნის თავისუფლება.

 

აბსურდია არგუმენტად მოგვყავდეს ლიტვის პრეზიდენტის განცხადება და ნატოს წევრი პატარა ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებაში, ვხედავდეთ რაიმე დიდ სამხედრო სტრატეგიულ გადაწყვეტილებას და არა პოლიტიკურ განცხადებას.

 

დანაშაულია ჩვენი პოტენციური და ამჟამინდელი მტრის ძალების არასწორი შეფასება და გამოუცდელი, ავტომატიანი ბიჭების იმედად "ზურგის გამაგრების" მოლოდინი, მაშინ როდესაც არ გვაქვს საშუალება გულანთებული, ბრძოლის სურვილის მქონე, პროფესიული ჯარი ვუზრუნველყოთ ელემენტარული თავდაცვის საშუალებებით.

 

არარელევანტურია შევედაროთ ისრაელს, რომელსაც აქვს საშუალება თავდაცვის ბიუჯეტზე დახარჯოს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტზე თითქმის 5 ჯერ მეტი თანხა და ამით უზრუნველყოს მათი შესაბამისი აღჭურვა და წვრთნა.

 

აბსურდია, ვისაუბროთ იმ სისტემის შენარჩუნებაზე, რაზეც ყველანი ვთანხმდებით, რომ უვარგისია.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !