კობახიძე: ჟურნალისტების აქცია გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის მიერ იყო ანგაჟირებული

Image

ჟურნალისტების მიერ საოკუპაციო ზოლთან მოწყობილ აქციასთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ. "ვექტორთან" საუბარში მან აღნიშნა, რომ ეს აქცია "გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის" მიერ იყო ანგაჟირებული.

 

„მე ჟურნალისტიკა მესმის მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და არა რომელიმე პარტიული ჯგუფის ინტერესების განმახორციელებელი. სამწუხაროდ, მე ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფის დღის წესრიგში შედიოდა. რა თქმა უნდა, აზრის გამოხატვა ყველას კონსტიტუციური უფლებაა და კანონის შესაბამისია, მაგრამ როდესაც ამ ყველაფრის უკან, სავარაუდოდ, იკვეთება და ფაქტია, რომ ფიქსირდებოდნენ სწორედ პოლიტიკური პარტიის ლიდერები, ცხადია და აშკარაა.

 

მე არ ვამბობ, რომ ისინი არ არიან პატრიოტები და არ უყვართ თავისი სამშობლო, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს გარკვეული პოლიტიკური ძალის მიერ იყო ანგაჟირებული. ამასთან დაკავშირებით მე ჩემი აზრი გამოვხატე. ძალიან კარგია, თუ თქვენს მიმართ დაკვეთა არ ყოფილა, მაგრამ სამწუხაროდ, არიან მედია საშუალებები და ჟურნალისტები, რომლებიც დაკვეთას პირდაპირ ასრულებენ და ეს რეალობაა“, - დასძინა კობახიძემ „ვექტორთან“ საუბარში.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !