
პოპულარული მომღერალი ანასტასია პრიხოდკო შოუმენს, ეთნიკურ ქართველს ოთარ ქუშანაშვილს, რომელმაც ზემფირა გააკრიტიკა, ღირებულებების გადაფასებას ურჩევს და ახსენებს, როგორ მოიქცა რუსეთის არმია მის სამშობლოში.
„რატომ არ გამიკვირდა ოთარ ქუშანაშვილის გამონათქვამები? ქართველი, რომელიც უკრაინაში ცხოვრობს და უკრაინაში გამოიმუშავებს ფულს, ვერ შეძლებს გაგებას, როგორ შეიძლება გიყვარდეს სამშობლო.
არადა, ჩვენ ვმეგობრობდით! ერთხელ მოღალატე მეორედაც არ იტყვის ღალატზე უარს. ოთარ, შენ, ალბათ, დაგავიწყდა, როგორ თელავდა სენს სამშობლოს რუსი ჯარისკაცი და როგორ ტიროდნენ ქართველი დედები? მე კი სამუდამოდ დავიმახსოვრებ, როგორ ვაცილებთ უკანასკნელ გზაზე რუსების მოკლულ ჩვენს გმირებს, დაჩოქილები...
და მე მადლობელი ვარ ზემფირასი მისი ქცევისთვის. მაგრამ შენ მის მეგობრობას უღალატე!!! ამის შემდეგ, როგორღა შეგიძლია მორალზე და პატიოსნებაზე ილაპარაკო? ორი ბატონის მსახურება არ გამოდის!“, - წერს პრიხოდკო ოთარ ქუშანაშვილის მისამართით.
შეგახსენებთ, ოთარ ქუშანაშვილმა დაწერა, რომ ზემფირას მოქმედება, როცა მან თბილისში უკრაინის დროშა ააფრიალა, "მიუღებელი და ამაზრზენი" იყო. "ის ჩემი ზემფირა არ არის. ის ვიღაც სხვაა. ნასტია პრიხოდკოა და არა ზემფირა", - აღნიშნა ქუშანაშვილმა.