
„ისლამური სახელმიწფოს“ მიერ კავკასიაში პროვინციის შექმნის შემდეგ, რუსეთი კავკასიაში უფრო აგრესიული გახდება - ასეთ განცხადებას „საქართველო და მსოფლიოსთან“ ინტერვიუში აკადემოკოსი ელიზბარ ჯაველიძე აკეთებს.
მისი თქმით, რუსეთმა სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა იმიტომ აღიარა, რომ იქ ჯარის დაყენების უფლება ჰქონოდა, რათა იქ ნატოს თავისი გეგმები არ განეცხორციელებინა. ჯაველიძე საგაზეთო ინეტრვიუში სკანდალურ განცხადებასაც აკეთებს:
„რუსეთი დაგვარტყამს, შესაძლოა, ეს უკეთესიც იყოს. ნელა წამებით სიკვდილს უცბად სიკვდილი სჯობია. ჩვენ განადგურებას ყველა ხელს უწყობს, არადა სულ სამი ტანკი სჭირდება რომ აღარ ვიარსებოთ, ხალხი მეცოდება, თორემ ყველა პოლიტიკოსს აქვს გასაქცევი“ აცხადებს ჯკაველიძე „საქართველო და მსოფლიოსთან“ ინტერვიუში.
"საქართველო და მსოფლიო"