
2015 წლის საქართველოს ბიუჯეტის ცვლილებებთან დაკავშირებით "ახალი პოლიტიკური ცენტრის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საკუთარ მოსაზრებას "ფეისბუქზე" ავრცელებს, ამასთან, ცენტრის განცხადებასაც აქვეყნებს.
"გავეცანი 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებების პროექტს
მოკლე დასკვნა:
1) მთავრობა კვლავ არ აღიარებს ეკონომიკაში არსებულ პრობლემებს
2) საქართველოს ეკონომიკამ 2013 წელს დაგეგმილთან შედარებით დაკარგა 8.6 მილიარდი დოლარი
3) მთავრობამ უარი თქვა ქამრების შემოჭერაზე და საკუთარი ხარჯების შემცირებაზე
4) სწრაფი ტემპით იზრდება საგარეო ვალი. ვადგავართ საბერძნეთის გზას
5) ასე ლარი არ გამყარდება. პირიქით, შემოდგომაზე კვლავ უნდა ველოდოთ რყევებს
6) თუ ეს ბიუჯეტი დამტკიცდა, ეკონომიკაში პრობლემები კიდევ უფრო გაღრმავდება
საქართველოს მთავრობავ, არ მიიღოთ ეს ბიუჯეტი. შეკვეცეთ ხარჯები. დაწიეთ გადასახადები
დეტალები იხილეთ აქ", - წერს ზურაბ ჯაფარიძე.