
ჟურნალისტი, გაზეთ "ქრონიკა+"-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე კიდევ ერთხელ ეხმიანება სერგო თეთრაძის საქმის დეტალებს და რამდენიმე ფაქტს იხსენებს, რომლებიც ამ საქმის გამოძიების საკითსი მნიშვნელოვანია.
"მგონი, არავისთვის არ მჭირდება იმის ახსნა, რომ ბაჩანა ახალაიას არც მხარდამჭერი ვარ და არც მისი პოლიტიკური თანამოაზრე.(შესავალი მათთვის,ვინც გადაწყვეტს პოლიტიკური სპეკულაციების საგნად აქციოს ჩემი ეს სტატუსი ), მაგრამ სერგო თეთრაძის მკვლელობის საქმის ირგვლივ ატეხილმა აჟიოტაჟმა გადამაწყვეტინა მოკლედ მოგიყვეთ იმ ფაქტების შესახებ, რაშიც პირადად მაქვს მონაწილეობა მიღებული!
პირველ რიგში, მინდა ჩემი პოზიცია გამოვხატო-რაც არ უნდა მძიმე დანაშაულში ყოფილიყო ეჭვმიტანილი სერგო თეთრაძე,არავის ქონდა მისი არაადამიანური წამების უფლება.დამნაშავე უნდა დასაჯოს კანონმა და არა კერძო პირმა.
რაც შეეხება ფაქტებს :
2012 წლის დეკემბერია,არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩემი საქართველოს"თავმჯდომარე ვარ,ბელგიაში ჯერ კიდევ ძებნაში მყოფი ლადო ბედუკაძე ინტენსიურად მეკონტაქტება. დეკემბრის დასაწყისში მან გამომიგზავნა ფაილები ჩანაწერებით ,(აუდიო და ვიდეო ).2012 წლის 11 დეკემბერს "პრაიმტაიმის'პრესკლუბში ჩავატარე პრესკონფერენცია,მასალების ნაწილი გავასაჯაროვე და იმავე დღეს,საღამოს ექვს საათზე შევხვდი მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს.
იმის გამო,რომ იმხანად დაპირისპირება მქონდა ლაშა ნაცვლიშვილთან,არჩილ კბილაშვილის გადაწყვეტილებით ჩვენს შეხვედრას ესწრებოდა მაია მწარიაშვილი. ბედუკაძის მიერ გამოგზავნილი ყველა მასალა არჩილ კბილაშვილს გადავეცი,მათ შორის ინფორმაცია იმის თაობაზე რომ სერგო თეთრაძის წამებაში ალექსანდრე მუხაძეთან ერთად მონაწილეობდნენ,გლდანის მერვე საპყრობილის ე.წ. "საქათმის" ორი პატიმარი , ერთი გვარად სისაური და მეორე,მეტსახელად,"გოჭი"(გვარი ბედუკაძეს არ ახსოვდა )სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ ლადო ბედუკაძეს არც ერთი ჩვენი საუბრის და მიმოწერის დროს ბაჩო ახალაიას სახელი და გვარი არ უხსენებია.!!!
რამდენიმე თვის უკან,"ქრონიკა +"-მა ასევე გამოაქვეყნა ფარული ჩანაწერი,რომელშიც გლდანის ციხის პატიმარი გიორგი ჯმუხაძე სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსანს ზურაბ ჩიკვაიძეს უყვება სერგო თეთრაძის მკვლელობის ფაქტზე და აცხადებს, რომ მან ფანჯრიდან დაინახა როგორ აწამებდნენ სერგო თეთრაძეს,როგორ გამოვარდა ოთახიდან ბორის ფარულავა,მეტსახელად";ბასტი " და როგორ დაიძახა ჩქარა ექიმიო...მათ შორის ადასტურებს წამებაში პატიმრების მონაწილეობის ფაქტს .
მე არ ვიცი საიდან "გაახსენდა"ლადო ბედუკაძეს ბაჩო ახალაიას სახელი და გვარი,იცოდა თუ არა ახალაიამ რომ გლდანის ციხეში თეთრაძეს აწამებდნენ,მაგრამ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად აუცილებელია პირველ რიგში ბორის ფარულავას "ბასტის";დაკითხვა,იმიტომ რომ ჩემს ხელთ არსებული ყველა ინფორმაციით თეთრაძის წამების პროცესს ის უშუალოდ ესწრებოდა !!!
p.s.ვისაც ბორის ფარულავას გამოქომაგების სურვილი გაგიჩნდებათ,მათთვის ---ე.წ. ციხის სკანდალზე აკინძული საქმის ცხრა ტომში ვიდეომასალა დევს,სადაც მკაფიოდ ჩანს როგორ სცემენ სიმსივნით დაავადებულ პატიმარს "ბასტი "და "ბუბუ " .შევეცდები ჩემს არქივში ეს ვიდეომასალა მოვიძიო", - წერს ელისო კილაძე.