
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღეს სამების ტაძარში ქადაგებისას "დიდი შეცდომა" უწოდა აშშ-ის ყველა შტატში ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებას.
"მედიიდან და პრესიდან ვიცით, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა შტატში იყოს დაშვებული ერთსქესიანთა ქორწინება. ეს დიდი შეცდომაა და ამას ამბობენ თვითონ ამერიკელები, სასულიერო პირები. ამას ვადასტურებთ ჩვენც და ვამბობთ, რომ ეს არის დიდი შეცდომა", - განაცხადა პატრიარქმა ქადაგების დროს.
"ინტერპრესნიუსის" ციტატა