
პოეტი იროდი ასანაშვილი 15 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მიმართვას აქვეყნებს.
"მივმართავ ქართველ ერს და საქართველოში მაცხოვრებელ ყველა პიროვნებას ვისაც საქართველო და ქართველი ერი უყვარს!
ამდენი ფიქრის შედეგად ვითმინე, ჩემში უცბად ამომხეთქა ჩანჩქერივით ერისა და სამშობლოს წინაშე ვთქვა ორიოდე სიტყვა. დაბადებიდან დღემდე უკვე ხუთ ხელისუფლებას მოვესწარი. ხუთივეს მოსვლის თანავე მეტი არაფერი დამინახია თუ არა ერთმანეთის ჯენჯვა და მხილება. ერთმანეთის სისხლის ნთხევა, ერთიმეორის დადანაშაულება.
ჩემო ერო და ბერო, თავს უფლება მივეცი, პირდაპირ მოგმართოთ, თვითეულ ქართველსა და საქართველოში მაცხოვრებელს! გვეყოს ერთურთის ლანძღვა-გინება, ამასობაში გამძვინვარებული მტერი მოიწევს და იტაცებს ჩვენს მიწებს. მოვალ თაობას დედის სითბო და სიყვარული აკლია, ქართულ ოდა-სახლკარს სიმშვიდე და ბედნეირება აღარ ატყვია. დავირბიეთ, გავნადგურდით, არსებობისა და პოლიტიკის მეტი სასაუბრო ერსა და ბერს აღარა გაგვაჩნია. საქართველოს ტერიტორია შეადგენდა თუ არ ვცდები ასშვიდ მთელსა და ექვს მეათედ ათას კვადრატულ კილომეტრს და დღეს რა ხდება მეგობრებო, ჩვენი ერის სისხლის ნთხევის მეტს ვეღარას ვხედავთ.
საბოლოოდ შემოგვრჩა სამოცდაცხრა ათასი კვადრატული კილომეტრიც კი აღარ დაგვრჩა მგონი. გამახსენდა ზღაპარი „არწივისა და ღორის“ როდესაც მელამ იაქტიურა და ერთმანეთის გოჭნი და მართვენი ამოაჟლიტინა ენით. თვითონ კი კარგად და ლაზათიანად გამოიზამთრა მათი პირმშოთა ხორცით და შეეგება გაზაფხულს მშვიდად.
ერო და ბერო! დროა ერთ მუშტად შევიკვრათ და მივხედოთ სამშობლოს. დიდი „უგვირგვინო მეფე“ მწერალი და საზოგადო მოღვაწე ილია ჭავჭავაძე აი, რას გვწერს გავიხსენოთ: -
„რა არ გადაგვხვდენია თავს, რა მტრები არ მოგვსევიან, რა სისხლის ღვრა და წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩვენს თავზედ, ყველას გაუძელით, შევინარჩუნეთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მიწა-წყალი, ვინ არ გვესეოდა რჯულიანი თუ ურჯულო, სისხლში ამოვლებული დროშა ხელში შევირჩინეთ, არავის წავარებინეთ, არავის დავანებეთ, არავის შევაგინებინეთ!“
ამ სიმოძღვრის შემდეგ რა დროს სკამზე და დიდებაზეა საუბარი. დაგვაქუცმაცეს, ჩამოგვახიეს ტერიტორიები. შეგვავიწროვეს, ქართველობა წაგვართვეს, დღეს ნებისმიერი ერის წარმოამდგენელს, ვინც საქართველოში მოქალაქეობა მიიღო, მასაც მოქალაქის წოდება აქვს პირადობის მოწმობაში და თვითეულ ქართველსაც. ერის წოდება წაგვგლიჯეს, როგორც მკერდიდან დედას შვილს გლეჯდნენ ბარბაროსები.
გონს მოვიდეთ, ხალხნო! დავიბრუნოთ ჩვენი ქართველობა, დავიბრუნოთ ერთად დგომით ჩვენი კუთვნილი მიწის კუტხე-კუნჭული. დავაბრუნოთ უცხო მიწაზე გადახვეწილი ქართველი დედები. სამშობლოშივე გადავლახოთ გაჭირვება და სიდუხჭირე. ერთად დგომით და შრომით აღვაშენოთ ჩვენი სამშობლო. მოვიპოვთ ყოველივე ჩვენი მარჯვენით. გვეყოფა რომ დავკარგეთ: - ტაო-კლარჯეთი, სპერი, შავშეთი, არტანი, ერუშეთი, ჭანეთი, აბოცი, ჩრდილი, ტაშირი, საინგილო, ბამბაკი, დვალეთი, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტერიტორიები.
ჯერ კიდევ როდის თქვა შაჰ-აბასმა, რომელსაც თავის ერმა „მზეზე მაღალი“ უწოდეს. ალაჰს შესთხოვა: -„არ მისცე ქართველ ერს გაერთიანების უფლება, თორემ მსოფლიოს დაიპყრობენო.“. შეიძლება რაღაც გამომრჩა, ისტორია უამრავმა ჩემზე უკეთესად იცით, მე მხოლოდ ჩემი ახალგაზრდული შემართებით გთხოვთ, თითოეულ ქართველს და საქართველოში მაცხოვრებელს, დავივიწყოთ ყველაფერი და დავდგეთ ერთად.
დროა შევიკრათ ერთ მუშტად! მივხედოთ უფლის წალკოტს, დედაღვთისმშობლის წილხვერ ქვეყანას. გავამთლიანოთ და ავაღორძინოთ დაკარგული მიწის თითოეული გოჯი. დავიბრუნოთ ქართველობა, ქართველებო!
პატივისცემით:
იროდი ასანაშვილი
(თბილისი)
14.11.2014წ."