
"შალვა რამიშვილის შოუს" წამყვანმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ბოდიში მოუხადა "კონკურენტი ტელევიზიის ყველაზე ობიექტურ წამყვანს" წინა გადაცემაში ჩადენილი საქციელისთვის და ეს შამპუნ "თავსლაფის" თანხლებით გააკეთა. შალვა რამიშვილმა "თავსლაფი" დაისხა და სტუდია ბენდის სიმღერის თანხლებით დატოვა.
ჯერ არასოდეს არ ყოფილა ბოდიშის მოხდა ასე სასურველი – დაისხით “თავს ლაფი” და მოიხადეთ ბოდიში, ამჯერად უკვე პიტნის არომატით”,- განაცხადა შალვა რამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ წინა გადაცემაში შალვა რამიშვილმა ფართო ეკრანზე გამოიტანა "ფეისბუქზე" შექმნილი, "რუსთავი-2"-ის ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას შეურაცხმყოფელი გვერდი და მოწოდების მიუხედავად "არ შეხვიდეთ, არ ნახოთ და თუ ნახავთ, არ დაალაიქოთ - საჯაროდ მოიწონა.