ასალგაზრდა ბიჭი - პატრულს: "პოლკოვნიკ, გამანებე თავი, ამ გოგოს დედა უნდა მო***ა!"

Image

თბილისში ცოლ-ქმარს შორის მომხდარ დაპირისპირებასა და მასზე საპატრულო პოლიციის რეაქციას აღწერს სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ინციდენტის თვითმხილველი ნანუკა ავალიანი. "აფხაზეთის ხმა" მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ.

 

"30.09.2014- დაახლ. 19:00; თბილისი, საბურთალო, ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორია. გავაჩერე მანქანა, ვხედავ რომ ახალგაზრდა ბიჭი და გოგო ჩხუბობენ, ბიჭი აგინებს, ემუქრება, გოგოც ეპასუხება. გავიხედე გარშემო, ვიტრინებთან ინტერესით ავსებული თვალებით დგანან კაცები, ქალები, ბიჭები და გოგონები, მანქანები ანელებენ სიარულს, თუმცა არც ერთი არ აჩერებს.

 

ბიჭი წვდა გოგოს ყელში, სანამ მე მანქანიდან გადავედი, მხოლოდ ერთი ქალი მივიდა, რომელიც მალევე გაეცალა იქაურობას. შეძლებისდაგვარად გავაშველე მოჩხუბარი ცოლ-ქმარი. კაცები, ქალები, ბიჭები ისევ ვიტრინებიდან იყურებიან, მანქანები ისევ ანელებენ სვლას, გაჩერებას კვლავ არავინ აპირებს. იქვე ახლოს იდგა და ხმაურზე მოვიდა პატრული, იკითხა რა ხდებაო, ბიჭმა უპასუხა:"პოლკოვნიკ, დამანებე თავი, ამ გოგოს დედა უნდა ......"-ო, გოგო ტირის, მე ვეუბნები რაც მოხდა.

 

ერთ პატრულს მანქანისკენ გაყავს ბიჭი, მეორე ჩემთან და გოგონასთან რჩება. დიდი ფიქრის მერე ამბობს:"ე.ი. პირადი ურთიერთობები გაქვთ დასალაგებელი?"; გოგო:"ეს პირველი შემთხვევა არ არის, 3 წლის წინ პირველად მცემა, იმის მერე სულ მაგინებს, რამდენჯერმე ხელით შემეხო", თან ნერვიულობს და ზლუქუნებს. პატრული:"ე.ი. პირადი ურთიერთობები გაქვთ დასალაგებელი?".

 

მე ხელმეორედ ვუყვები მომხდარს. ამასობაში მეორე პატრულს გამოექცა ბიჭი, რომელსაც მერე შევატყვე რომ სახეზე ნაიარევი, ხელით ნაკაწრი ჰქონდა. პატრული მიმართავს კოლეგას:"შეაკავე რა ეს ბიჭი". კოლეგა:"ოოო,როგორ შევაკავო რა, ხო არ დავაბავ". ბიჭი:"გოგო მოეთრიე, დედა უნდა.....". გაიყვანეს ბიჭი.

 

მე ვეუბნები პატრულს, რომ სახეზეა ძალადობა, ოჯახში ძალადობა და ვუხსნი, რომ მათ აქვთ ბერკეტი, სახელად შემაკავებელი ორდერი, რომლის გამოწერის ვალდებულებაც ეკისრებათ ასეთ დროს. ის მიხსნის, რომ მომჩივანი არ არის სახეზე და ვერ გამოწერს ორდერს,და მეტიც, ძალადობის კვალი აშკარად ბიჭს უფრო მეტად აღენიშნება, ვიდრე გოგოს. გოგო ამბობს:"არ მინდა რომ ეს ბიჭი მომეკაროს, მომიახლოვდეს, ბავშვები ნახოს თუ უნდა, უბრალოდ მე ნუღარ შემეხება".

 

პატრულის რჩევა:"მოდით, ეცადეთ დაალაგოთ პირადი ურთერთობები". მე ამასობაში კვლავ ვუხსნი ზემოთ ხსენებულ პატრულს, რომ მას შეუძლია მოახდინოს შემდგომი ძალადობის პრევენცია, რაზეც ვიღებ პასუხს:"გოგონი, იცი რა არის? მკვლელობის პრევეციას ვერ მოახდენ". ამასობაში მოდის გოგოს მეზობელი, შეშფოთებული სახით ყვირის:"ელენე, რა მოხდა, რა მოგივიდა შვილო?!". გოგო ყვება, მე პატრულს ვუმეორებ, რომ გამოწეროს შემაკავებელი ორდერი. ამის ხსენებაზე მეზობელი გამწარდა და მიყვირის:"რა ორდერი, ხო არ გაგიჟდი, ოჯახია და მოაგვარებენ თავისით". პატრული:"აი, ხომ ხედავთ, მოაგვარებენ თავისით". ბიჭი კიდე ერთხელ გამოიწია ჩვენკენ:"პოლკოვნიკ, დამიჭირე თუ გინდა ან რავი, გამიშვი რა, მთელი უბანი მიცნობს, გოგოსთვის არ შემიგინებია ცხოვრებაში, ეს არის პირველი ვისაც ვაგინებ"(აშკარად ეამაყება).

 

პატრულმა შემაკავებელი ორდერი არ გამოწერა, მე ვუთხარი, რომ გენ.ინსპექციაში დავრეკავდი, ვუხსენე 3 თვეში 13 ქალის მკვლელობის ამბავი, ბოლოჯერ ვეცადე დამერწმუნებინა, რომ კარგ საქმეს გააეთებდა, თუ ორდერს გამოწერდა, მაგრამ უშედეგოდ. ავდექი და წამოვედი, ჩემი წამოსვლა და იმ ბიჭის გამოშვება ერთი იყო.

 

ვფიქრობ, მთელი საღამოა ვფიქრობ, რომ არაფერი არ გვეშველება, სანამ ესეთი ჩხუბები ოჯახის საქმე იქნება, და მერე ტელევიზორში ვნახავთ მომტირალ მეზობლებს ტექსტებით: "ამათი ჩხუბი მე არ გამიგია, გიჟდებოდნენ ერთმანეთზე", და კიდევ არ მასვენებს ფიქრი, რომ შეიძლება ერთ "მშვენიერ დღეს" ელენე ის ერთერთი გოგო აღმოჩნდეს, რომლის საქმესაც შსს შეიტანს ან არ შეიტანს ოჯახში ძალადობის სტატისტიკაში, რომელზეც გააკეთებენ ათას გადაცემას, და რომელზეც ალბათ ვაკე-საბურთალოს რაიონის პატრული ბ.ნ. ო.....ლი-ც დაფიქრდება.

 

კაცები, ქალები, ბიჭები და გოგონები კი ვიტრინებს მიღმა კიდევ ბევრი ასეთი ფაქტის მომსწრეები გახდებიან, თუ სახელმწიფო ძალადობასთან ბრძოლის პოლიტიკას არ შეიმუშავებს, ან თუ აქვს, არსებულს არ შეცვლის..."

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !