
როგორც მოკლული ლაშა მახარაძის ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი თეა ფირცხალავა წერს, ეს უტიფარი ქალი უბედურ ოჯახში ალბათ სიტუაციის დასაზვერად მივიდა.
„ორმაგად შოკირებული დავბრუნდი გაუბედურებული ოჯახიდან.
მკვლელი აღმოჩნდა ჩემი (აწ უკვე ყოფილი) ფბ მეგობრის შვილი გიორგი ოქროპირიძე, რომელიც სააღდგომოდ გამოვიდა ციხიდან – პრეზიდენტ მარგველაშვილის შეწყალებით (და არა ამნისტიით). საინტერესოა, რას ფიქრობდა მკვლელის დედა, როდესაც აკლებული ყავდა მასმედია და სოციალური ქსელები და "მისი უდანაშაულო და გაწამებული შვილის" გამოშვებას ითხოვდა...
მინდა აქვე ბოდიში მოგიხადოთ, რადგან არაერთხელ მეც გავიზიარე ამ ქალის დარდი, ხელისუფლებას მოვუწოდე მისი ციხიდან გამოშვება, ისე, რომ არც კი ვიცოდი ამ დედაკაცის შვილის ციხეში ჯდომის მიზეზი... არადა, ისე იცავდა შვილს, რომ მეუხერხულა მეკითხა, რის გამო იჯდა მისი „ვაჟკაცი“... ასეთ შეცდომას ნამდვილად აღარ დავუშვებ... ან რას ფიქრობდა ეს ქალი, როდესაც მკვლელის დაცვას გვთხოვდა?
კარგად იცით, რომ ჩემი 17 წლის გმირი ვაჟი, ჩემი ირაკლი, ჩემი ცხოვრების აზრი და იმედი – უცხო ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას შეეწირა, მაგრამ იმავე ირაკლის გეფიცებით, რომ მითხრან, ხვალ გაგიცოცხლებთ, ოღონდ ერთ ადამიანს (მეგობარზე რომ აღარაფერი ვთქვა) მოკლავსო, უარს ვიტყვი, ან ჩემივე ხელით მოვკლავ... ვინც მიცნობს, იცის, რომ სიმართლეს ვამბობ! და კიდევ უარესი რამ მოხდა დღეს...
პანაშვიდზე რომ ვიყავი, უცებ ჩოჩქოლი ატყდა... და იცით რატომ? ეს უტიფარი ქალი უბედურ ოჯახში მოვიდა, ალბათ სიტუაციის დასაზვერად. უკითხავს, რა მოხდაო ბიჭებმა ამოიცნეს და გააგდეს... არადა პოლიცია ერთი საათის წასული იყო მისი სახლიდან და კარგად იცოდა, რაც მოხდა და ისიც, რომ მისმა ნაძირალა შვილმა კიდევ ერთი მეგობარი გამოასალმა სიცოცხლეს...
ითქვა, რომ ამ არაკაცს კიდევ ერთი მეგობარი დაუჭრია სასიკვდილოდ 2 თვის წინ და ბედად, ის ბიჭი გადარჩენილა... დამნაშავე კი არავინ დაიჭირა შორს ჩემგან ვერაგო დედაკაცო... შენი სახელის ხსენებაც კი მზარავს... შენი გაზრდილი შვილი სხვანაირი როგორ იქნებოდა?! სირცხვილი შენ!!!“, - წერს ლაშა მახარაძის ნათესავი თეა ფირცხალავა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.