ნათია ფანჯიკიძე: სტატუსის გამოქვეყნებიდან ერთ საათში მოკლულის მეგობრებთან ადვოკატი შეუშვეს

Image

ნათია ფანჯიკიძის ინფორმაციით, ლაშა მახარაძის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით მოკლულის მეგობრებთან, რომლებიც პოლიციაში დასაკითხად ჰყავდათ წაყვანილი შეუშვეს ადვოკატები.

 

 

 „ცოტა ხნის წინ დამირეკეს "ქრონიკიდან", მახარაძის მკვლელობის შესახებ ჩაგწერთო. ვთქვი უარი. ჟურნალისტი ნორმალური ადამიანი ჩანდა, თუმცა მაინც გარკვეული გამოცდილებებიდან გამომდინარე, ათასნაირი ინტერპრეტაცია რომ არ მიეცეს, შევაჯამებ გუშინდელ ფსიქოზს: გარდაცვლილის მეგობრები მიყავდათ დაკითხვაზე და კარგა ხანს მათთან არ იყვნენ ადვოკატები, პოლიციელებმა დაარღვიეს წესები, იქცეოდნენ ცუდი ტრადიციისამებრ, რამაც ამ ხალხში გამოიწვია შიში, მეგობრებს დაგვიარესო და მკვლელის მეგობრები ჯერ არცერთი არ დაუკითხავთო, შიშმა გამოიწვია ძალიან ცუდი და დამაზიანებელი ლაპარაკი, რათქმაუნდა, განსაკუთრებით მინისტრის წინააღმდეგ და გამოითქვა ვარაუდები, რომ მკვლელისთვის უნდოდათ ხელის დაფარება. განსაკუთრებით ამ კვირის ფონზე, როცა ამდენი შემზარავი დანაშაული მოხდა და ყველა ძალიან მგრძნობიარე და დაზაფრული ვართ ემოციურად, ხალხისთვის ეს იყო დიდი აგრესიის საფუძველი და პრაქტიკულად მთელი ქალაქი ბორგავდა. 

 

რადგან არცერთი ის ადამიანი, ვისაც მთავრობაში ვიცნობ, არ იყო თბილისში, დავწერე სტატუსი, სადაც ეს ყველაფერი აღვწერე, რწმენით, რომ ამბავი მივიდოდა მინისტრამდე. არ ვიცი ჩემმა სტატუსმა შეასრულა ეს ინფორმაციული როლი, თუ მის გარეშეც უკვე ვიღაც აქცევდა ამ საქმეს ყუარდღებას, (ვერ დავიბრალებ), მაგრამ ძალიან მალე, სტატუსის გამოქვეყნებიდან ერთ საათში დასაკითხად წაყვანილ ხალხთან შეუშვეს ადვოკატები და ამის მერე ყველაფერი წარიმართა ყველა წესის დაცვით. 

 

ის, რომ ყველა ეს საშინელი დანაშაული გახსნილია და რომ მინისტრიც მგრძნობიარეა ხალხის აზრის მიმართ, რასაც არასდროს არ ვიყავით მიჩვეული და გადაამოწმა და გაასწორა მდგომარეობა, არის ძალიან კარგი. 

 

ახლგაზრდებიდან იარაღის ამოსაღებად კი ალბათ საჭირო გახდება და იმედია ჩატარდება ღონისძიება, რადგან ყველა მშობელი (ამ შემთხევვაში ყველა დედის სახელით მგონია, რომ შემიძლია გამოვთქვა აზრი) ვართ გულგახეთქილი და შეშინებული.  ეს გახლავთ მოკლე შინაარსი ქვეტექსტების, ინტერპრეტაციების და გადაჭარბების გარეშე“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !