
სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი პეტრე (კვარაცხელია) ბოლო დროს გახმაურებულ კრიმინალურ შემთხვევებს ეხმიანება და „ფეისბუქზე“ სტატუსს აქვეყნებს.
„ამდენი მკვლელობა, ყაჩაღობა, ,,დაუთოება", კაზანტიპზე არანაკლებ საშიშია. სამწუხაროა, მაგრამ მასობრივი ხასიათი მიიღო და პირველ რიგში, როგორც ექვსი შვილის მამას, არ მაქვს გარანტია ეზოში ჩასული ბავშვი დამიბრუნდება თუ არა ჯანმრთელი.
შორიდან ყურება და ,,გაგებით მოკიდება" ადვილია, სანამ თავად არ შეგეხება. თუ ასე გაგრძელდა, არ გამოვრიცხავ რომ ჩვენ ვიყოთ შემდეგი. სრული განუკითხაობა და ქაოსია. მსგავსი ფაქტების წინააღმდეგ ბრძოლას ღრმა პოლიტიკური და თეოლოგიური გაგება არ სჭირდება.
რა მნიშვნელობა აქვს, ,,მოძმე ერის" მორიგი შემოტევა მომიღებს ბოლოს თუ ,,საბალახოდ" გამოსული ,,მონანული" პატიმრები?“, - წერს დეკანოზი.