სამშობლო რეალობაში (უკრაინელი ჟურნალისტის ჩანაწერი)

Image

„აფხაზეთის ხმა“ გთავაზობთ უკრაინელი (კიეველი) ჟურნალისტი გოგონას ჩანაწერს, რომელიც მან „ესპრესო.ტვ“-ს „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა.

 

სამშობლო რეალობაში

 

„პარასკევია, ღამის პირველი საათი.  სადღეღამისო სუპერმარკეტი "Велика кишеня" აკადემიკოს ვერნადსკის ქუჩაზე. შევდივარ და ხილის განყოფილებასთან გვარდიელს ვხედავ.

 

ქარისგან დახეშეშებული სახე, მტვრიანი, ტანსაცმელს ოფლისა და მტვრის სუნი ასდის. ყველაფერი ცხადია - კაცი ოპერაციის ზონიდან დაბრუნდა და ცდილობს, სახლში ხელცარიელი არ მივიდეს.

 

ჩემმა ტელეფონმა დარეკა. სანამ მე ვსაუბრობდი, შემომხედა. მისი თვალები... ჩვენ გვქონდა ასეთი თვალები 18-20 თებერვალს. მათში ჩანდა ემოციისა და განცდის ის პიკი, რომლის გააზრება შეუძლია მხოლოდ ადამიანის ტვინს, რომელიც ჯოჯოხეთში იყო და არ გატყდა.

 

-სახლში დაბრუნდით? - ვეკითხები.

 

-ერთი კვარტალიც და დავბრუნდები. შემოვიარე მაღაზიაში. თქვენ ჟურნალისტი ხართ?

 

-დიახ. დაოჯახებული ხართ?

 

-დიახ. ცოლს ოლია ჰქვია, 4 წლის ვიტა მყავს.

 

-რა გქვიათ?

 

-საშა.

 

-ნამდვილად არ შეიძლება, ვიტასთან ხელცარიელი მიხვიდეთ. მინდა ეს ატმები გაჩუქოთ, თქვენ კი სხვა ყველაფერი იყიდეთ, რაც მას უყვარს.

 

-ჰო, თუმცა, მთლად მასე ვერ მოვიქცევი. ჯერ არ მაქვს ბარათზე ფული. მხოლოდ 40 გრივნა. სამშობლომ დამაფასა.

 

მე ელდა მეცა. უკვე გავლილი იყო თითქმის სადღეღამისო რეჟიმში ბრძოლა სახელმწიფო მანქანასთან, სიცრუითა და მცდელობით, სიმართლე დაემალათ ჩვენთვის, ვოლონტერობა, დაკარგულთა ძებნა, დედების დაწყნარება...

 

და უცებ, აქ - კონკრეტული საშა, უფულოდ... სამშობლო ფინანსთა სამინისტრო არ არის, სამშობლო - ხალხია. აი, ნახეთ...

 

ხილის განყოფილება სალაროსთან ახლოსაა. ღამით ერთი მოლარეა მხოლოდ და, როგორც წესი, რიგი, 10-12 კაცით. ძირითადად, მამაკაცები, სტუდენტები, გოგოები... დარბაზში კიდევ მოძრაობს ხალხი.

 

რიგს მივუბრუნდი:

 

-გაიცანით, ეს საშაა. ის ოპერაციის ზონიდან შინ ბრუნდება, პატარა ვიტასთან.

 

გაისმა აპლოდისმენტები, მერე კი ადამიანები ახლოს მოვიდნენ - ხელს ართმევენ, მხარზე უტყაპუნებენ. და, რაც მთავარია, მამაკაცური, საგნობრივი საუბარი დაიწყო.

 

არა „აბა, იქ რა ხდება?“, არამედ „შენ ახლა არაფერი გექნება, აჰა, აიღე...“

 

მამაკაცები საფულეს ხსნიდნენ, იქედან 100 და 200 გრივნიან კუპიურებს იღებდნენ და საშას აჩეჩებდნენ. საშა თავდაპირველად გაშეშდა, გაოგნდა, შემდეგ უარზე დადგა, ყურებამდე გაწითლებული, ხელებს ასავსავებდა, ამბობდა, რომ ის გამომძალველი არ არის, მაგრამ ხალხი არ უსმენდა - ნუ გვეწინააღმდეგები, აიღე...

 

-შენ იქ ხალხს იცავ თუ ვის? - ეკითხება ერთი მამაკაცი.

 

-ცხადია, ხალხს.

 

-ჰოდა აი, ხალხი გიჭერს მხარს...

 

მე ატმებს ვალაგებდი პაკეტში, გვერდით გოგონა ბანანს არჩევდა, ცოტა მოშორებით სხვა გოგო - ქლიავს. ერთმანეთის მიყოლებით მივედით სალაროსთან, მე გადავიხადე. გოგონამ შემომთავაზა, ჩემს პაკეტში ბანანები ჩაგვეწყო, მეორემ - ქლიავები. აღმოჩნდა, რომ ისინიც საშასთვის არჩევდნენ ხილს და არა თავიანთთვის.

 

იქვე მეორე პაკეტი გაჩნდა, მერე კიდევ ერთი - ბოსტნეული, ხორცი... ქალის ხმა გაისმა:

 

-საშა, აიღეთ ეს პაკეტები და სირბილით, შინისკენ. მადლობა არაა საჭირო...

 

იქ სხვა ქალი მოგვიახლოვდა:

 

-საშა, აი, აქ რძის ნაწარმია, მაცივარი სჭირდება სასწრაფოდ...

 

მამაკაცი მოვიდა პაკეტით და აროხროხდა:

 

-ესეც, ცივი ლუდი და სიგარეტი... მე მანქანით ვარ, წაგიყვან... - ყველაფერი ძალიან ბუნებრივად, ძალდაუტანებლად ხდებოდა. სტუდენტებმა წვენები და ლიმონათი დაამატეს. დამცხა...

 

როცა სუპერმარკეტიდან გამოვედით და პაკეტები მანქნაში ჩავტვირთეთ, დაბნეულმა საშამ ყველას ხელი ჩამოგვართვა, მადლობა გადაგვიხადა, მანქანისკენ წავიდა, ჩაჯდომამდე გადმოგვხედა და თქვა:

 

-ხალხო, თქვენზე ვაფრენ... თქვენ ხართ სამშობლო რეალობაში...“

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !