-
2014-07-30 13:10
დღეს წყალსადენის ქუჩაზე მდებარე ნავთობბაზაზე, რომელიც კომპანია „გალფს“ ეკუთვნის, აფეთქება მოხდა.
აღნიშნულ შემთხვევას სოციალურ ქსელში გამოხმაურება მაშინვე მოჰყვა:
„გაიმურა მთელი დიღომი“;
„საშინელებაა. ფეთქდება და ფეთქდება... იმედია მსხვერპლი არაა, რა უბედურებაა... ცხრა სართულიანის ხელა ცეცხლი ამოდის“
„წეღან გადავიღე სანამ სხვები აფეთქდებოდა.
„სარაჯიშვილისკენ ვცხოვრობ, კონიაკზე, ახლაც ისმის აფეთქების ხმა და სახანძრო-სასწრაფოსი...“
„ცისტერნები ფეთქდება ყოველ ათ წუთში. ღმერთმა ყველა დაიფაროს“
„იწვის მაგრად, სერიოზული ხანძარია ძაან და საშინელი სუნი კიდე“..., - წერენ ნავთობბაზის მიმდებარედ მცხოვრები მოქალაქეები.

