-
2014-07-28 22:50
მღვდელმონაზონი ილია ვაშაკიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე კაზანტიპის გამო ატეხილ ხმაურზე წერს.
„რა კაზანტიპი, რის კაზანტიპი??? რა ატმი კურკი ტოლა, რა ჭერმი კურკი ტოლა???
ჯერ რაც გაუკაზანტიპებულია საქართველოში, იმას მივხედოთ. კაზანტიპი 10 დღე იქნება და წავა და მთელი დიიიიიდი კაზანტიპი რომ გვრჩება აქ მოსავლელი, იმას მივხედოთ.
ყველაზე მაგრად ამათმა დაარეკლამეს ეს კაზანტიპი. მართლმადიდებლური სარწმუნოების აშკარად გაღუნვა-გაუკუღმართების ფაქტები გვაქვს თვალწინ. სტალინის ხატები დაწერეს. ნიკოლოზ მაქარაშვილი ცოცხალ წმინდანად შერაცხეს. ზედამხედველები ხვრელებში არიან მიმალული.
თავზე გვექცევა ყველაფერი. რა ეკაზანტიპებათ?! კაზანტიპით ტიპობენ, რა. ამათი ლოგიკით, ფილარმონიაც უნდა დავანგრიოთ, ცირკიც, თეატრებიც... ვინ არიან ეს გიჟთა გიჟები?! ეს უტვინო დევგარეულები?!
აბა ერთი კაზანტიპმა კიდევ ერთი 25000000 ზედ დაუმატოს, თუ ამოიღებენ ხმას? მაგარი უნიჭო და უტვინო „ნაროდი“ ვართ, რა. ღმერთმა ყველას გვიშველოს.
თუ არ გინდა კაზანტიპი,
უნდა იყო კაი ტიპი.
უნდა დაივიწყო ჯიპი
და დააგდო ცოტა ღიპი.
მე წირვა-ლოცვებით დავკავდები... ვისაც ეკლესიაში გინდათ, მიდით ეკლესიაში, ვისაც კაზანტიპი გირჩევნიათ, მე უძლური ვარ, ღვთისაგან ბოძებული თავისუფალი ნება წაგართვათ.
ხორცი, გინა თევზი, გინა სხვა რაიმე საკვები როდესაც ქვაბში იხარშება, დუღილის ჟამს, მას ვერც ბუზი, ვერც არწივი და ვერც ლომი ვერ ეკარება. დუღილის ტემპერატურა ცეცხლით დაცულ უნდა იყოს, რათა დუღილმა არ მიიკაროს სხვა რაიმე მავნებელი.
როდესაც კი ცეცხლი მიქრება და ქვაბი გაცივდება, ყველაფრისათვის წვდომადი გახდება იგი, დათვი, ტურა, მგელი, მელა და ა.შ. ბოლოს სულ უსუსური მატლიც კი დაეპატრონება მას.
დუღილი - ლოცვაა, დუღილი - სიყვარულია ერთურთისა. სხვათა სიყვარული და თვისთა ცოდვათა აღქმა კი ის მეცეცხლურობაა, რომელიც დუღილის ტემპერატურას გვანარჩუნებინებს. უგნურებაა ის, რომ ხან მივაქციოთ ცეცხლს ყურადღება და ხანაც (ხანგრძლივად) ცეცხლი ყურადღების გარეშე დავტოვოთ.
და თუ ჩვენ ამას შევძლებთ, ვერც კაზანტიპი მოგვეკარება, ვერც სოდომური ლეგიონი და ვერც რომელიმე სხვა რაიმე მტაცებელი", - წერს მღვდელმონაზონი ილია ვაშაკიძე.