მიხეილ სააკაშვილი: „როცა საქართველოში ჩამოსვლას გადავწყვეტ, ვერანაირი რუსი ოლიგარქი ვერ შემაჩერებს“

Image

ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მისი დაკითხვაზე დაბარების ინფორმაციას.

 

 

მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, რომ  მთავრობა და ბიძინა ივანიშვილი მთელ ძალისხმევას არა ქვეყნის განვითარებას, არამედ  იმ ოპონენტთა დევნას ახმარენ, რომლებიც 9 წლის განმავლობაში საქართველოში წარმატებულ რეფორმებს ატარებდნენ.

 

„მათი ერთადერთი მიზანი ერთიანი "ნაციონალური მოძრაობისა" და პირადად ჩემი რეფორმისტული მემკვიდრეობის განადგურებაა. პრემიერ-მინისტრმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ შემდეგი სამიზნე მე ვარ, რაც ცხადია დაძაბავს ურთიერთობას ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან.

 

თუმცა ეს ოდნავადაც კი არ აწუხებთ მათ, ვინც საჯაროდ დაადასტურა, რომ თავისუფლებისმოყვარე უკრაინელ ხალხთან მეგობრობას ცალსახად რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება ურჩევნიათ. შესაბამისად, სრულიად არაა შემთხვევითი, რომ ბრალის წაყენება ხდება სწორედ იმ დღეებში, როდესაც ჩვენი უკრაინელი ძმები და დები, როგორც არასდროს ისე ახლოს არიან პუტინის დამარცხებასთან, რასაც საქართველოს ბედისთვისაც გადამწყევტი მნიშვნელობა აქვს.

 

 

ამ ეტაპზე შურისძიების წყურვილი შეუჩერებელია, მე კი ნამდვილად არ ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ამ ფარსში და საქართველოსა და მის ბუნებრივ, დემოკრატიულ მოკავშირეებს შორის ურთიერთობის დაძაბვის მიზეზი გავხდე.

 

მით უფრო მაშინ, როდესაც ეს გამოძახება არის რუსული "გაზპრომის" ყველაზე მსხვილი კერძო აქციონერის ივანიშვილის პირდაპირი პასუხი ჩემს აქტიურობაზე უკრაინის დასახმარებლად. როდესაც მე საქართველოში ჩამოსვლას გადავწყვეტ, ვერანაირი რუსი ოლიგარქი ვერ შემაჩერებს, მაგრამ სამართლებრივი დევნის დაწყებით, ის ასიამოვნებს მხოლოდ ერთადერთ სუბიექტს - რუსეთს და პრობლემას აჩენს ჩვენს ყველა ტრადიციულ მოკავშირესთან და ეს არ შეიძლება არ მაწუხებდეს!

 

ჩვენი რეგიონი ამჟამად გადამწყვეტ ფაზაშია. მთელმა მსოფლიომ როგორც იქნა ყურად იღო ჩვენი მოთხოვნები. ნუთუ, ახლა სწორი დროა, რომ ერთი, თუნდაც ძალიან მდიდარი და დიდი ძლაუფლების მქონე პიროვნების პირად ამბიციებს გადავაყოლოთ ჩვენი - თავისუფალი მსოფლიოს, თავისუფალი მოქალაქეების მომავალი?", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !