გურამ ოდიშარიამ ნანუკა ჟორჟოლიანს „ომის“ ნაცვლად, მეგობრობა შესთავაზა

Image

კულტურის ყოფილი მინისტრი ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც სამინისტროში განხორციელებულ ცვლილებებს ეხებოდა.

 

 

„ძვირფასო ნანუკა, რა კარგია, საფეისბუკო დრო რომ გამიჩნდა, მართალია, მცირე, მაგრამ მაინც. ახალი კულტურის მინისტრი მართლაც ახალი ენერგიაა და მე მას წარმატებებს და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. ვისაუბრეთ გუშინ. კარგად ვისაუბრეთ. ვერ დავიჯერებ, ნიკას თქვენთან ეჩივლა - გურამი ხელს მიშლისო, ყველაფერი სულაც პირიქით იყო.

 

ვაჟა მანიას თემა სხვა რამეა, ეს დიდ დროს მოითხოვს. ერთ დღესაც მოგახსენებთ. თქვენი პოსტის ბოლოს წინა წინადადება რომ წავიკითხე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ძალიან ადვილია ნებისმიერ ადამიანზე ისეთი სტერეოტიპის შექმნა, რომელიც მომავალში შესაძლოა, შავი პიარის ნაწილადაც იქცეს.

 

ჩვენ ისედაც სტერეოტიპების ოკეანეში ვტივტივებთ ხოლმე... არ არის ეგ კარგი საქმე, ნანუკა, სიძულვილსა და გაურკვევლობას კვებავს. თავს არ შეგაწყენთ, სიკეთესა და წარმატებებს გისურვებ, თანაგრძნობა და ადამიანთა სიყვარული არ მოგკლებოდეთ. გულწრფელად გეუბნებით - ყოველთვის მიგულეთ მეგობრად“, - წერს გურამ ოდიშარია.

 

 ნანუკა ჟორჟოლიანი თავის განცხადებაში იმედს გამოთქვამდა, რომ კულტურის სამინისტროში დაგეგმილი ცვლილებები სავარაუდოდ აღარ დატოვებს ვაჟა მანიას დაუფინანსებელს, იმიტომ რომ მიშასაც და კახასაც კარგად ესმით მანიას ფასი, დააფინანსებენ არა დანესტილ პროექტებს, არამედ გააჯაზებენ ბოლომდე:)

 

არ დაჭირდებათ იმის ახსნა, რა ღირებულება აქვს, რასაც უშიკიშვილი აკეთებდა, ან იმის, რომ ნიკა რაჭველი მოვლენაა და უნდა მოვუაროთ და არა პირიქით!

 

„სამინისტრო ნამდვილად კულტურული გახდება და სელფად არ აქცევენ კომუნისტურ საპირფარეშოს! მოკლედ მაგარი ამბავია რა!“,- წერდა ჟორჟოლიანი.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !