
ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში ქვეყანაში შექმნილ სოციალურ მდგომარეობას ეხმაურება და მას საშინელს უწოდებს.
„საშინელ ქვეყანაში ვცხოვრობთ, 14 წლის გოგო ქაშუეთის ეკლესიის „სტაიანშიკია“, მარტო იმიტომ, რომ საჭმლის ფული იშოვოს... 30 წლის ბიჭები კი, სრულიად ფხიზელ მდგომარეობაში, ეკლესიის ეზოში დაძრწიან, გოგოები რომ დაკერონ...
ესეთი ტიპები ალბათ ყველა ქვეყანაში ცხოვრობენ, მაგრამ 14 წლის გოგოები არ მათხოვრობენ ქუჩა-ქუჩა", - წერს თამუნა მუსერიძე.