-
2014-07-22 20:10
პრემიერ-მინისტრის მიერ ჩატარებულ საკადრო წმენდას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.
აქტიურად საუბრობდნენ საკითხზე, რომ მინისტრთა კაბინეტის ცვლილება ახალმა კი არა, ყოფილმა პრემიერმა გადაწყვიტა. ითქვა ისიც, რომ პრემიერმა მხოლოდ ის მინისტრები გაათავისუფლა, ვისი თანამდებობიდან წასვლაც უმტკივნეულოდ ჩაივლიდა.
ასეა თუ ისე, გვპირდებიან, რომ ორ დღეში ახალი მინისტრების ვინაობა საბოლოოდ გაირკვევა. მანამდე კი სოციალურ ქსელში ასეთი შინაარსის სტატუსები ვრცელდება.
საქართველოს მუსიკალური ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ნახუცრიშვილი პრემიერ-მინისტრს „ფეისბუქის“გვერდიდან მიმართავს და კულტურის მინისტრად საკუთარ კანდიდატურას „სთავაზობს“.
„ბატონო ირაკლი, დამნიშნეთ კულტურის მინისტრად!!! კულტურული ვარ და ხელოვნება მიყვარს...მიკერძოებული არ ვიქნები, გეფიცებით!!!“ - წერს ნინო ნახუცრიშვილი და იქვე დასძენს: „რომ მახსენდება ახლა ახალ მინისტრს თავიდან რომ უნდა ავუხსნათ, ვინ ვართ და რას ვაკეთებთ - მეტირება :-)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))) იმას ვნატრობ - ისეთი მაინც დანიშნონ, რომ ერთხელ მაინც ნამყოფი იყოს ჩვენს კონცერტზე“.
ნინო ნახუცრიშვილის ამ სტატუსს მაშინვე გამოეხმაურნენ მისი ფეისბუქ-მეგობრები:
დუდანა მაზმანიშვილი ნახუცრიშვილის კანდიდატურას დასტურს აძლევს და პრემიერს „მოუწოდებს“, მომხრე ვარ, დანიშნეთ, ეს გოგო რასაც ეკარება, ოქროდ აქცევსო.
„მე წინააღმდეგი ვარ, დამბლოკავს სამინისტრო! (ეგებ ამან მაინც გაჭრას!):) - ხუმრობს ნიკოლოზ რაჭველი.
„თქვენს კი არა, ზოგადად კონცერტზე ნამყოფი მინისტრი გაღირსონ, ის ინატრე,“ - წერს ნიკა გვარამია.