
სოციალურ ქსელში ვიცე-პრემიერისა და ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის დიპლომის ფოტო ვრცელდება, რომლიდანაც ირკვევა, რომ კალაძე პროფესიით ისტორიის მასწავლებელია.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კახა კალაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე 1996 წელს ჩაირიცხა, 2003 წლის 23 ივნისს კი ისტორიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიენიჭა, ისტორიის მასწავლებლის კვალიფიკაციით.