
მომღერალი სოფო ნიჟარაძე დაკითხვაზე შესაძლო დაბარებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
“ძალიან გახვედით თავს, დაკითხვაზე თქვენი ოჯახის წევრები დაიბარეთ! სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს! ეგღა მაკლია მსგავს ღონისძიებებზე ჰონორარით ვიმღერო?! დაბადების დღეზე, გამონაკლის შემთხვევაში, მხოლოდ მეგობრების წრეში, მათი დაბადების დღის აღსანიშნავად, საჩუქრად თუ მიმიძღვნია სიმღერა და ისიც ჩემი სურვლისამებრ, რა თქმა უნდა, სხვა შემთხვევაში შეკვეთილი დაბადების დღეები და აღებული ჰონორარები?
ნურას უკაცრავად, ჩემს თავს ცოტა უფრო მაღლა ვაყენებ, დიდი ბოდიში სტატიის ავტორებო!!!”, - წერს ნიჟარაძე.