ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა საქართველოს ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთერთი წარმომადგენელი, ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის წევრი, ირაკლი წერეთლის მეგობარი თენგიზ ბაღდავაძე.
თენგიზ ბაღდავაძე ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან ჩაერთო და ყველა მნიშვნელოვან აქციასა და პროცესში მონაწილეობდა.
"აფხაზეთის ხმა" წუხს მომხდარის გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.