-
2014-06-21 21:58
გავრცელებულმა ინფორმაციამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების, ირმა ნადირაშვილისა და ზურაბ ჯაფარიძის ბაქოში დაკავების თაობაზე, არა მარტო საზოგადოებაში, სოციალურ ქსელებშიც დიდი ვნებათღელვა გამოიწვია.
იმ დროს, როდესაც აზერბაიჯანული მხარე დაკავების ფაქტს არ ადასტურებს, საპარლამენტო უმრავლესობა მომხდარს რეალურს უწოდებს და აცხადებს, რომ ნადირაშვილს და ჯაფარიძეს საქართველოში შავი ფული შემოჰქონდათ.
აღნიშნულთან დაკავშირებით „ტაბულას“ რედაქტორმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე პოსტი გაავრცელა.
„ეს ამორალური, უსინდისო ბესელია ციტირებს მიშა სააკაშვილის სიტყვებს იმის თაობაზე, რომ 2008 წელს ქეში შემოიტანა საქართველოს მთავრობამ აზერბაიჯანიდან, ამიტომ შესაძლებელი იყო ირმა ნადირაშვილსაც შემოეტანა მილიონი დოლარი.
ეს რუსეთის ჯაშუშების პოლიტპატიმრად შემრაცხავი, კორუმპირებული ქალი იხსენებს ტრაგიკულ დროს, რუსეთ საქართველოს ომის დროს, როდესაც ტრანში მოდიოდა თბილისში ქეშად, იმისთვის რომ კრიზისი აგვეცილებინა თავიდან და თვითმფრინავი თბილისის ნაცვლად, ბაქოში თუ ერევანში დაჯდა,
იმიტომ რომ თბილისის აეროპორტი დაბომბილი იყო. გული მერევა.“ - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.