
გუშინ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქალიშვილთან ერთად ინგა გრიგოლიას გადაცემაში - „რეაქცია“ იყო მიწვეული.
სანამ გადაცემის წამყვანი და მამა პოლიტიკაზე საუბრით იყვნენ დაკავებული, ანას კი ვიზაჟს უკეთებდნენ, პრეზიდენტის ქალიშვილმა დრო იხელთა და საკუთარი მობილურით „სელფები“ გადაიღო, მოგვიანებით კი „ფეისბუქის" პირად გვერდზე განათავსა.
ფოტოზე ანა მარგველაშვილი ვიზაჟის ოთახში მამასთან და ინგა გრიგოლიასთან ერთად იმყოფება.
პრეზიდენტის ქალიშვილმა „ფეისბუქში“ 26 მაისს გადაღებული „სელფშოტებიც“ ატვირთა.