
სოფელ კაკაბეთში არსებული მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერილი ქვეყნდება, რომლის ადრესატი თინა ხიდაშელია. წერილში სოფელში არსებული პრობლემების, კერძოდ, გზისა და წყლით მომარაგების შესახებაა საუბარი.
„აფხაზეთის ხმა“ უცვლელად გთავაზობთ წერილს:
„ქალბატონო თინა, სოფელ კაკაბეთიდან გაწუხებთ.
სოფელ კაკაბეთიდან ქართულ ოცნებას დიდი მხარდაჭერა ქონდა. რომ იტყვიან სუფთაზე დამარცხდა ნაციონალური მოძრაობა 2012 წლის არჩევნებში. თავად ბატონმა ბიძინამაც მოგვცა დაპირება რომ ქალაქის დონის კომფორტს შეგიქმნით სოფელშიო.
მოხდა კიდეც ცვლილებები, ყველაზე პლიუსი გაზის შემოყვანა გახლდათ. მაგრამ კაბალური პირობებით, ისედაც წელში გაწყვეტილ ხალხს 600 ლარი დაუჯდა გაზის შეყვანა. თუმცა ესეც არაფერი. შემდეგ დაიწყეს გზის დაგება. რომ იტყვიან კოშმარი გადაიტანა სოფელმა, სჭირო იყო ზოგან გზის საფარის მთლიანად გამოცვლა, ზოგან კი საერთოდ ხელის ხლება არ უნდოდა. ამათ კი არსებული საკმაოდ ფართო გზა დაანგრიეს და დააგეს უხარისხოდ ასფალტი, ისე რომ 2 მანანა გაჭირვებით უქცევს ერთი მეორეს გვერდს.
თუმცა არც ეს იყო არაფერი.
პრობლემები ახლა იწყება თურმე. როგორც მოგეხსენებათ ჩვენი სოფელი ფერდზე შეფენილია. წყლის პრობლემა ამ სოფელში ოდითგანვე იყო. მაგრამ წყალი გამოყვანილი იყო ზოგან ხალხის ხარჯით, ზოგან საბჭოეთის დროიდან გაკეთებული სისტემით. რომელიც ყველას არ ყოფნიდა რა თქმა უნდა. საჭირო იყო ნორმალური წყალგაყვანილობის გაკეთება სოფელში. იმისთვის რომ 21 საუკუნეში ელემენტარული პირობები ქონოდა ხალხს.
შევარდაძის დროს ხალხი თავისი ხარჯით არემონტებდა სისტემებს. შემდეგ სააკაშვილის პერიოდშიც გვიხდებოდა საკუტარი ხარჯით შეკეთება ყევლაფრის. თუმცა როგორც მოგვიანებით გავიგეთ სააკაშვილის მთავრობამ საკმაოდ დიდი თანხები გამოჰყო ამ სოფლისთვის წყალგაყვანილობის გასაკეთებლად. მაგრამ ნაცვლად ტყეში გაფუჭებული მაგისტრალის აღდგენისა ის ფული დაიხარჯა სოფლის შიდა ქსელების "მოწესრიგებაში". გადათხარეს სოფელი, ჩაყარეს მილები, რომლებზეც არაფერი მიერთებული არ იქნა და სამუშაო ასე დასრულდა.
ძირითადი პრობლემა, წყალ მომარაგების ტყის მაგისტრალის გაუმჯობესება თუ შეკეთება არ შესრულდა არც ერთი მთავრობის მიერ.
თქვენი გამარჯვების შემდეგ იმედი ჩაგვესახა რომ ამ საქმეს მოევლებოდა. შედეგად რა მივიღეთ?
მოკლედ დღევანდელი სიტუაცია შემდეგნაირია სოფელში, ზემოთა უბანს, სახლებში აქვს შეყვანილი წყალი. ქვევით მაცხოვრებლებს ამ ხაზიდან წყალი არ მიეწოდებათ. სოფლის გამგებელმა კი მოიფიქრა ამ პრობლემის შემდეგნაირად მოგვარება. ჩაგვიჭრას ყველას სახლში შეყვანილი წყალი იმისთვის რომ ქვევითა უბანს მიეწოდოს ის ძლივს მომავალი წყალი. რომელიც დღეისათვის 3-4 დღეში ერთხელ მოდის, ხოლო ზაფხულში სულაც წყდება.
თქვენ წარმოგიდგენიათ რაზეა საუბარი? 21 საუკუნეში ხალხს წყალს უჭრიან. 10 ლიტრიანი ბალონებით ეზიდეთ ქუჩიდანო. უბანში 1 ონკანს დგამენ და იკმარეთო, არა და ეგ უკვე გავიარეთ. იყო ეგ 1 ონკანი უბანში, რაც მეზობლებს შორის დიდი უთანხმოება სკანდალების მიზეზი არა ერთხელ გამხდარა. ხო და ამისათვის ადგა მოსახლეობა და სახლებში გაიყვანა წყალი.
მთელი ამ პრობლემის მოგვარება ტყიდან მომავალი მაგისტრალის შეკეთებაა და არა სოფლის მოსახლეობისთვის წყლის ჩაჭრა.
უბრალოდ არ მესმის რას აკეთებთ? იმის მაგივრად რომ იზრუნოს ყოველი მოსახლის კომფორტზე გამგებელმა და მათაც სახლში გაუყვანოს წყალი 24 საათიანი მომარაგებით, ესენი უკვე სახლში შეყვანილებს ჭრიან? რამდენად სამართლიანია ეს?
სოფელში ხალხი ძალიან უკმაყოფილოა, არ ვიცი ვისგან რა ინფორმაციას იღებთ, მაგრამ უკმაყოფილება დღითი დღე იზრდება, ხოლო ეს წყლის ამბავი საერთოდ მძიმე სიტუაციაა და შესაძლოა სისხლისღვრამდეც მიიყვანოს საქმე. პირადად მე მეეჭვება რომ ამ სოფლიდან თქვენ საჭირო რაოდენობის ხმები მოაგროვოთ ამ არჩევნებზე. თუკი დროულად არ მიხედავთ სიტუაციას და არ შეაჩერებთ გამგებლის უკანონო ქმედებებს.
ბოდიში, რომ ამხელა წერილი გამომივიდა, უბრალოდ არ ვიცი რა ვქნა.
მე პირადად პირველი ჯგუფის ინვალიდი და მყავს სოფლად, რომელსაც არანაირი შანსი არა აქვს იმისა რომ სახლში წყალი მიიტანოს უბანში დადგმული 1 ონკანიდან, რომელსაც სავარაუდოდ უფრო ძლიერი სამეზობლო დაეპატრონება და არავის გაატანს არაფერს.
თუმცა გინდაც გაატანოს, რამდენად შესძლებს ჩემი და ან მის ნაირ დღეში მყოფი ადამიანები სახლში საჭირო ოდენობის წყლის მიტანას? ჩემი დის ნაირად არის უამრავი ადამიანი, რომელსაც ყოფიერება აქვს გამარტივებული მარტო იმის გამო რომ სახლში აქვს წყალი შეყვანილი.
რას შვებით? ამ ადამიანებს სულ ვივიწყებთ? კარგი ჩემს დას მე ვყავარ და რამენაირად მოვამარაგებ წყლით, მაგრამ სხვებმა რა ქნან? ჩემი მეზობელი ნახევრად ბრმა ადამიანია, დიაბეტით დაავადებული, აგრეთვე პირველი ჯგუფის ინვალიდი მარტოხელა ქალი, არც შვილი ჰყავს არც არავინ.
ვინ მიუზიდავს მას წყალს? ელემენტარული ჰიგიენისთვის საჭირო წყალი მოდიოდა ისედაც. მოგვხედეთ დროზე სანამ სისხლი დაღვრილა სოფელში. არ შეიძლება ასე...“